ჩრდ. მაკედონიამ ტკივილები გაგვიახლა - ისინი ისევ ზეიმობენ...

AutoSharing Option
ჩრდ. მაკედონიის ნაკრებს არაფერს ვერჩით - მათ, ერთი შეხედვით, დაუჯერებელი შეძლეს და იტალიელები მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დატოვეს. თბილისში მოპოვებული ევროპირველობის საგზურით გორან პანდევმა და მისმა თანაგუნდელებმა გული ძალიან დაგვწყვიტეს, ახლა კი ნებისმიერი სათამაშო ფორმის მიუხედავად, მომავალი მუნდიალის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იტალიის ნაკრები, რომელსაც საქართველოშიც უამრავი გულშემატკივარი ჰყავს, მისი საგზურის გარეშე დატოვეს...

მაკედონიელთა მწვრთნელი ანგელოვსკი აღარაა, მათ მილევსკი თავკაცობს. რაც ყველაზე მთავარია, გორან პანდევმა სანაკრებო კარიერა დაასრულა, თუმცა ისინი მაინც ანგარიშგასაწევი ძალა არიან. იტალიასთან შეხვედრა დისკვალიფიცირებულმა, "ნაპოლის" ნახევარმცველმა ელმასმაც გამოტოვა. ჩრდილომაკედონიელთა
მთავარი ფიგურები ისევ ალიოსკი (რომელიც "ლიდსიდან" "ალ აჰლიში" გადავიდა) და ზაგრების "დინამოს" კაპიტანი ედემი არიან.

მაშინ, "ერთა ლიგის" ფინალში, მარცხით გულდაწყვეტილნი კი ვიყავით, მაგრამ მაკედონიელთა პროვოკაციული ზეიმი მაინც გამაღიზიანებელი იყო - "დინამო არენის" გასახდელში საპრესკონფერენციო მაგიდაზე "ხტუნვასაც" არ მორიდებიან. ახლა მათ მთავარი წინ აქვთ - თუკი კატარში თამაში სურთ, კრიშტიანო რონალდოს პორტუგალიასაც უნდა აჯობონ.

altMAMMA MIA - მანჩინი აგონიაშია

altაპოკალიფსი? მაკედონიამ სტუმრად იტალია დაამარცხა - "სკუადრა აძურა" ზედიზედ მეორედ დარჩა მუნდიალის გარეშე [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
გული მაკედონიამ კი არა ჩვენი ფეხბურთელების უუნარობამ დაგვწყვიტა. ჩვენებს კარგად რომ ეთამაშათ და მაკედონია მხოლოდ იღბალის ხარჯზე გასულიყო კიდევ ჰო, მაგრამ ჩვენებმა საერთოდ ვერაფერი გააკეთეს და მაკედონია რა შუაშია. როგორც გამოჩნდა, თურმე ჯობდა ეგენი გასულიყვნენ, სადამდე გააღწიეს..
nika
18:07 25-03-2022
4
მაგ მაკედონიამ გერმანიასაც მოუგო გასვლაზე და არაერთი მაგარი თამაში ჩაატარა! აბსოლუტურად სხვა დონის გუნდია ჩვენგან განსხვავებით და შეეგუეთ ამას. რამე საერთო დონეზე მაშინ ვილაპარაკოთ, როცა ზაგრების დონის გუნდში იკაპიტნებენ ჩვენი ფეხბურთელები ან ბიელსას დონის მწვრთნელები ეყოლებათ. შეარგოთ ღმერთმა, რასაც მიაღწიეს და წარმატებები მაგათ.
Lasha
17:28 25-03-2022
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული