ფიფა რუსეთის წინაშე ჩაიზნიქა და აგრესორის დასჯა ვერ (თუ არ) გაბედა

AutoSharing Option
როგორც იცით, უკრაინაში ომის დაწყების გამო ფიფამ და უეფამ რუსულ ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობა აუკრძალეს და დღეს დოჰაში ჩატარებულ ფიფას კონგრესზე რუსეთის გარიცხვას მოელოდნენ. თუმცა აგრესორი ქვეყნის მოკვეთის საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ შეუტანიათ. სამაგიეროდ, წევრობა პაკისტანს, კენიასა და ზიმბაბვეს შეუჩერეს.

ამას გარდა, ფიფამ რუსული თავისი ორგანიზაციის ერთ-ერთ ოფიციალურ ენად დაამტკიცა. რუსული მხარე ფიფასგან ასეთ გადაწყვეტილებას არ ელოდა და ბუნებრივია, გახარებულები არიან, ხოლო უკრაინელები აღშფოთდნენ. ua-football-ი წერს, რომ ფიფა რაშისტების წინაშე ჩაიზნიქა.

ფიფას გადაწყვეტილება გასაკვირი სულაც არ არის,
რადგან ისევე, როგორც უეფა, მუდამ ვიწრო მერკანტილური ინტერესებით ხელმძღვანელობს და ეს ორივე ორგანიზაცია რუსეთის მიმართ ყოველთვის ლოიალურია.

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ კონგრესის დასრულების შემდეგ მოკლე, არაფრისმთქმელი განცხადება გააკეთა და რუსებს ლამის ბოდიში მოუხადა:

"მე მხოლოდ შემიძლია ლიდერებს დავურეკო და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება ვურჩიო. რუსეთის ნაკრებისა და კლუბების გარიცხვა იოლი გადაწყვეტილება სულაც არ იყო. ეს ყველაფერი ეხება იმ ხალხს, რომლებსაც ფეხბურთი უყვართ, თუმცა იყო ერთ-ერთი გზა მშვიდობისთვის".

მკითხველის კომენტარები / 26 /
ასე თუ გაგრძელდა ფიფას პრეზიდენტად კობახიძეს ან წულუკიანს ვნახავთ მალე. ფეხბურთი გაფარჩაკდა მოედანზეც და მის გარეთაც ამათ ხელში.
ლუკა
01 აპრილი 2022 21:06
0
ჩაიზნიქა არა....არამედ წაიკუზა!

ეს უფრო ასახავს ამ გადაწყვეტილების ინსტრუმენტალურ ფორმას.
მავნე
01 აპრილი 2022 15:01
4
ფიფა დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, აქვს თავისი დებულება და მისი გადასაწყვეტია, რას და როგორ მოიმოქმედებს. ზოგადად, სრულიად არაობიექტურია ყველა ის გადაწყვეტილება, რაც რუსეთის სპორტული ფედერაციების და სპორტსმენების მიმართ მიიღეს. თუნდაც ფეხბურთში, როცა რუსეთის ნაკრებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა აეკრძალა.
ზურა
01 აპრილი 2022 10:56
34
რუსის მონებოოო.
გიორგი
01 აპრილი 2022 14:41
0
რამდენმა ადამიანმა მოგიკითხა გემრიელად ხვდები მაინც?
ID
01 აპრილი 2022 13:52
0
ყველა გამოხმაურება
ფიფა არის კორუფციის ბუდე! სულგაყიდულების ჯგრო!
ქუთაისელი
01 აპრილი 2022 09:46
1
სამარცხვინოები!!! ფულიიი ბევრი ფულიი!!! პაკისტანი და რომელიღაც ორი ქვეყანა ყავთ გარიცხული და საინტერესოა რუსეთზე მეტი რა დააშავეს?! ალბათ ფული გააკეთეს და ფიფა წილში არ ჩასვეს?!
ფიფა არა ფუფა
01 აპრილი 2022 09:33
0
რუსეთსს ვერ გადაუღუნონ, თუ მოინდომა ფიფასაც დაშლის და უეფასაც ზედ მიაყოლებს, იმიტომ რომ არ გაძღა ფიფას ჩინოვნიკების მუცელი და მადა. თან ფიფაშიც და რუსეთშიც ზუსტად ერთნაირი კორუბციაა
გაბუ
01 აპრილი 2022 09:32
8
ჯერა არ ჩაზნექილა და პირველია თუ რა?! მსოფლიო ჩემპიონატი რომ ჩაატარებინეს მაშინ არ იყო რუსეთი ოკუპანტი და აგრესორი?! ეეეეეჰ ფიფა კი არა ფუფაა ნაღდად რა!!!!! ფულები არის ჩვენი გამხარებელიიი!!!!
!!!
01 აპრილი 2022 09:27
0
""გაუჭირდებოდათ""
კახა
01 აპრილი 2022 06:11
0
რატო უნდა გაერიცხათ? დედამიწიდანაც ხომ არ გავრიცხოთ? არ აწყენდათ ისე, მაგრამ არარეალურია. ჩრ. კორეას არ რიცხავენ და რუსეთსაც არ გარიცხავენ, უბრალოდ დროებით სჯიან, სანამ ომს არ შეწყვეტს. ვფიქრობ მეტის მოლოდინი არც უნდა გქონდეს
სსნსს
01 აპრილი 2022 04:52
26
შენ ალბათ იმის მოლოდინი გაქვს, რომ რუსი უკრაინელებს გაანადგურებს და მერე ჩვენც მოგვდგება. გგონია შენ დაგინდობენ?
გიორგი
01 აპრილი 2022 14:45
0
ჩაიზნიაქა კი არა, იმდენად კორუმპირებულია ფიფა, რომ ეს პუტინის მოედანია, უეჭველი რაიმე კომპრომატი ექნებათ ინფანტინოზე, ვინ იცის რამდენი ვინმე ყავს პუტინს ევროპაში მოსყიდული, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, ვერ გაბედა ფიფამ გარიცხვა.
Р
01 აპრილი 2022 01:08
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული