"წარსულში, 20 წლის წინ, 90-იან წლებში რომ დავბრუნდეთ, ყველა კარგად გავიხსენებთ, რომ მაშინ რუსეთი იუგოსლავიის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა.
მაშინ ძალიან გვიჭირდა, არც საწვავი გვქონდა, არც საკმარისი სასურსათე პროდუქტი, მაგრამ რა გვექნა, ასეთი იყო გადაწყვეტილება, მაგრამ არ გავბრაზებულვართ არავისზე, ვინაიდან ვიცოდით, რომ ეს იყო პოლიტიკური კურსი და რუსეთის მოსახლეობა მხარს გვიჭერდა.
ვფიქრობ, რომ ახლაც ასეა... რუსმა ხალხმა პოლიტიკაზე არ უნდა გაამახვილოს ყურადღება...
რუსეთს სანქციებით ვერასდროს შეაჩერებ და ვფიქრობ, ამ ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გამოსავალი არ არის. რუსი სპორტსმენების საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთა არასწორია, სპორტი უნდა გაერთიანდეს", - ამბობს ძუდოვიჩი.