ფავორიტები დამარცხდნენ - მემფისმა ბელგიას გადაუარა [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ, ერთა ლიგის მორიგი შეხვედრები გაიმართა.

დანია საფრანგეთს ესტუმრა და 2:1 დაამარცხა, უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ 51-ე წუთზე "მამლები" კარიმ ბენზემამ დააწინაურა.

სკანდინავიელების მხრიდან 68-ე წუთზე ანდრეას კორნელიუსმა ანგარიში გაათანაბრა, 88-ე წუთზე კი იმავე კორნელიუსმა საკუთარი გუნდი დააწინაურა.

6 ივნისს დანიის ნაკრები ავსტრიას ესტუმრება (ავსტრიელებმა ხორვატები 3:0 დაამარცხეს), ფრანგები - ხორვატებს.


ნიდერლანდების ნაკრები ბელგიას ესტუმრა და მოულოდნელად 4:1 გაანადგურა.

პირველი ტაიმი სტუმრებმა 1:0 მოიგეს, მე-40 წუთზე თავი სტივენ ბერგვინმა გამოიჩინა, 51-ე წუთზე მემფის დეპაიმ სხვაობა ორბურთიანი
გახადა, რასაც მოყვა დენზელ დუფრისისა (61-ე წთ) და იმავე მემფის დეპაის (65-ე წთ) გოლები.

პრესტიჟის გოლი მეჩი ბაჩუაიმ 90+3 წუთზე გაიტანა.

მომდევნო ტურის შეხვედრას ნიდერლანდების ნაკრები 8 ივნისს, უელსის წინააღმდეგ ჩაატარებს, ბელგიელები იმავე რიცხვში პოლონელებს უმასპინძლებენ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
უსახელოდ დასრულდა ეს ვარსვლავური ბელგია, კაცმა არ იცის კიდე როდის ეყოლება ასეთი თაობა, მიაკვდნენ ამ მარტინესს და ვერ მოიყვანეს ნორმალური მწვრთნელი.
ტტტ
20:58 04-06-2022
0

სიახლეები პოპულარული