"25 თებერვალს შოკში ჩავვარდი. ძალიან მგრძნობიარე ადამიანი ვარ, ბუზის მოკვლა არ შემიძლია. ჩემთვის ეს კატასტროფაა, სრული საშინელებაა. არ ვიცი, ამ სიტყვების გამო იქნებ ციხეში ჩამსვან ან მომკლან, მაგრამ ვამბობ იმას, რასაც ვგრძნობ.
ჩემი წარმოდგენა ყველაფრის შესახებ შეიცვალა. ოთხი დღე სამი საათი მეძინა. ვერავის შეეძლო ჩემთვის რაიმეს ახსნა. შეიძლება იმიტომ, რომ კ
ვერ გავიგე, როგორ გამეგრძელებინა ცხოვრება, საზღვარგარეთ წავსულიყავი თუ დავრჩენილიყავი. 1 კვირა ვიფიქრე და გადავწყვიტე, დავრჩენილიყავი, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა.
საზღვარგარეთ ცხოვრებას ვერ ვახერხებ. მე რუსული ეზოს ბიჭი ვარ. მე არ მჭირდება ესპანეთი და ინგლისი. მე მინდა, რომ აქ ლამაზად და მშვიდად ვიცხოვრო.
ესპანეთში სახლის გაყიდვა გადავწყვიტე, სადაც 2,5 წელია არ ვყოფილვარ, რადგან კოვიდის გამო შეზღუდვები იყო. ახლა ვიზაზე მივმართეთ, მაგრამ ცოლ-შვილს არ აძლევენ.
აქ უფრო კომფორტულად ვარ. ევროპაში ვერ ვიცხოვრებ. მირჩევნია, რუსეთში ტყეში ვიცხოვრო, ვიდრე ესპანეთის ვილაში.
პუტინისადმი მიმართვა დავწერე, მისი გამოქვეყნება გვინდოდა, მაგრამ ყველა მედიასაშუალებამ უარი გვითხრა.
მიმართვაში ვამბობდი, რომ მზად ვიყავი პუტინის წინაშე დამეჩოქა, რათა მას ეს ყველაფერი შეეჩერებინა... მე, ამაყი ბიჭი, ამის გასაკეთებლად მზად ვიყავი! ეს მე-4 თუ მე-5 დღეს ხდებოდა. რა არის ერთი ადამიანის ცხოვრება, მაგალითად, ვიღაც დენისოვის?! - აღარ იყო არანაირი სიამაყე, რადგან უკვე ვიცოდი, სად შეიძლებოდა წასულიყო ეს ყველაფერი, თუმცა მიმართვა არავინ გამოაქვეყნა."
პუტინის უძლეველობის მითი რომ გადააგდოთ ბევრად უკეთესი იქნება.
სინამდვილეში ჩამორჩენილი ბანანის რესპუბლიკაა, უნიტაზის ქურდებით, თავიანთი ჟანგიანი ტანკებით და მარტივი, პრიმატული გონებით.
რაც უფრო მალე მიხვდებით უკთესი!