"პუტინი მიყვარს; ყველაზე მეტად მასში ის მომწონს, რომ..." - მოსკოვში მყოფი ადებაიორი რუსეთის პრეზიდენტს სიყვარულში გამოუტყდა

AutoSharing Option
ცნობილი ტოგოელი ფორვარდი ემანუელ ადებაიორი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც 2022 RB International Awards-ზე საპატიო სტუმრად იყო მიწვეული.

RB International Awards-ი არის მთავარი საერთაშორისო ღონისძიება ფსონების და სპორტის ინდუსტრიაში. დაჯილდოების ცერემონიაზე აჯამებენ წლის შედეგებს და აღინიშნება ყველაზე წარმატებული ბიზნესშემთხვევები, რომლებმაც ხელი შეუწყო ბაზრის შემდგომ განვითარებას.

ღონისძიება 30 ივნისს ირინა ვინერ-უსმანოვას ტანვარჯიშის სასახლეში, მოსკოვის "ლუჟნიკის კომპლექსში" გაიმართა.

რუსეთის დედაქალაქში ჩასული ადებაიორი კი ვლადიმერ პუტინს სიყვარულში გამოუტყდა და მისთვის საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

ადებაიორს ჰკითხეს, რომ რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ბევრი ლეგიონერი, განსაკუთრებით, ამ ზამთრამდე,
აფრიკიდან, ლათინოამერიკული ქვეყნებიდან და სერბეთიდან, ადიდებდნენ პუტინს და ამბობდნენ, რომ მისი მსგავსი პრეზიდენტი მოსწონთ და რას ფიქრობდა თავად ადებაიორი ამის შესახებ.

"როგორც ადამიანი, პუტინი მიყვარს. ხასიათის მქონე ადამიანია... თუ ის იტყვის "არას", მაშინ არა; თუ ის ამბობს "კის", მაშინ კი. ყველაზე მეტად მასში მომწონს დისციპლინის მაღალი დონე. როცა რაღაცას ამბობს, მერე აკეთებს", - ამბობს ადებაიორი.
მკითხველის კომენტარები / 16 /
სად ნახა ამ შეჩვენებულმა მისი ნათქვამი და მერე გაკეთებული???
ის ერთს ამბობს და მესამეს (არც მეორეს) აკეთებს, ეგ ჩიტი ეგა!!!
ისე მაინც
12:54 07-07-2022
0
ამას რო კაცი იტყვის, ამ ბოლო მოვლენების შემდეგ, რაოდენ ფასკუნჯი უნდა იყოს. ეჰ..
გივი
01:32 07-07-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული