ნეიმარმა ეროვნულ ნაკრებში მემკვიდრე დაასახელა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა როდრიგომ განაცხადა, რომ ნეიმარმა ის ეროვნულ ნაკრებში თავის მემკვიდრედ დაასახელა.

"ნეიმარმა მითხრა, რომ როდესაც "სელესაოს" დატოვებდა, 10-ნომრიანი მაისურით მე ვიასპარეზებდი. ამას არ მოველოდი. ვუპასუხე, რომ ჯერ დრო მჭირდებოდა და წასვლა არ უნდა ეჩქარა, რაზედაც გაიცინა", - განაცხადა "ბლანკოსის" შემტევმა.

შეგახსენებთ, "პარი სენ ჟერმენის" ვარსკვლავი კატარის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო კარიერის დასრულებას გეგმავს. "სელესაოს" მსოფლიო პირველობაზე ჯგუფში სერბეთი, შვეიცარია და კამერუნი ეყოლება. ტურნირი 21 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 6 /
ვეთანხმები გიორგის..ნეიმასრს მესის და რონალდუს დონეზე უნდა ეთამაშა...ბარსაში რომ დარჩენილიყო..ასაკის უპირატესობა უნდა გამოეყენებინა..სუკ მცირე თითო ოქეოს ბურთს აწაპნიდა ამ 2 გენიოსს.მაგრამ ტიპიური ბრაზილიელია..
კიეზა
20 ივნისი 2022 13:29
0
ჯერ ნეიმარი ვინაა რომ მემკვიდრე დატოვოს
Fff
20 ივნისი 2022 08:21
4
ნეიმარი ძაან მაგარი იქნებოდა ფულისთვის გამო ეეთი ადგილი არ მიეცა და სხვა მამა რო ყოლოდა
გიორგი
20 ივნისი 2022 13:02
0
https://www.youtube.com/watch?v=0F32xXtmAXU
ნეიმარის ვიდეოს გადახედეთ და მიხვდებით
21 ივნისი 2022 01:31
0
ნეიმარი არი ერთ ერთი ძლიერი თეხბურთელი მსოფლიოში
აკაკი
20 ივნისი 2022 11:33
8
კი გართობა, ცეკვა-თამაშში და ტინგიცობაში ბადალი არ ყავს. ის ნეიმარი ბარსაში, რომ იყო ფაფუ გაქრა!
giorgis
20 ივნისი 2022 20:21
0

სიახლეები პოპულარული