რუსეთში დარჩენის გამო პოლონელი ნაკრებიდან მოკვეთეს

AutoSharing Option
32 წლის პოლონელმა მცველმა მაცეი რიბუსმა მოსკოვის "სპარტაკის" დატოვება არ ისურვა, რის გამოც ნაკრებიდან მოკვეთეს.

პოლონეთის ეროვნული გუნდის პრესატაშემ, იაკუბ კვიატკოვსკიმ, განაცხადა, რომ რიბუსის მოკვეთის გამო უეფასა და ფიფასგან სანქციებს არ ელიან.

რუსეთის გოსდუმის დეპუტატმა დმიტრი სვიშევმა თქვა, რომ დაჩქარებული წესით საჭიროა რიბუსს რუსული პასპორტი მისცენ.

რიბუსი რუსეთში 2012 წლიდან თამაშობს. აქამდე "ტერეკისა" და მოსკოვის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა, ნაკრებში კი 66 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული