უკრაინული "ინჰულეცის" პრეზიდენტი ოლექსანდრ პოვოროზნიუკი ადგილობრივ მოღალატეს გაუსწორდა. ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, სადაც უკრაინელებმა პეტროვოში ბიჭი დაიჭირეს, რომელიც სავარაუდოდ, რუსებს კონკრეტულ მინიშნებებს აძლევდა.
ვიდეოში ნაჩვენებია თუ როგორ ურტყამს ბიზნესმენი დივერსანტს, უყვირის და შეურაცხყოფას აყენებს.
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, პოვოროზნიუკმა მოხალისეთა ბატალიონი ჩამოაყალიბა, ასევე შექმნა საქველმოქმედო ფონდი და ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლი ჯარისკაცებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას ყიდულობს.
მომზადებულია ua-football-ის მიხედვით