მსგავსი რამ ნანახი არ გექნებათ - პირდაპირ აუტში! ყველაზე ცუდად შესრულებული პენალტი ფეხბურთის ისტორიაში? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიგერიაში ოგუნის შტატის ჩემპიონატის ფინალური მატჩის პენალტების სერია "რემო სტარსა" და "იჯებუ იუნაიტედს" შორის ნამდვილ ინტერნეტჰიტად იქცა. 

მატჩის ძირითადი დრო უგოლო ფრით დასრულდა, პენალტების სერიაში კი ცირკი დაიწყო.

ერთ-ერთ პენალტის შესრულების შემდეგ მეკარე გაუნძრევლად იდგა, "რემო სტარსის" ფეხბურთელმა კი ბურთი აუტში გადააგდო.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მე ვესწრებოდი იმ 1974 წლის შეხვედრას "ლოკომოტივის" (ახლანდელი მ. მესხის სახელობის) სტადიონზე. "დინამო" თბილისი - "ტორპედო" მოსკოვი 0:0 (პენალტების სერიაში 3:3. ასევე ვუყურებდი ტელევიზით ჩვენი დინამოს მატჩს მოსკოვის სპარტაკთან (0:0). აქაც პენალტების სერიაში დაფიქსირდა ფრე 2:2.
საქმე იმაშია, რომ იმ 1974 წელს საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციამ შემოიღო ახალი სულელური წესი: ნულოვანი ფრის შემთხვევაში ინიშნებოდა ხუთხუთი თერთმეტმეტრიანების სერია, რომლის შედეგად ფრეც იყო დაშვებული.
ამ ახალმა წესმა ორ თვეზე მეტი ვერ იარსება. ის გააუქმეს იმიტომ, რომ ყველა საპენალტო დაპირისპირება ერთნაირი (3:3) ანგარიშით დასრულდა.
ყველა ნულოვან ფრეს ძველებურად თითო-თითო ქულა დაუტოვეს. მხოლოდ ერთი თამაშის (ზემოთხსენებული სპარტაკ-დინამოს) შედეგი გააუქმეს იმ მიზეზით, რომ ფეხბურთელები ნამეტანი დემონსტრაციულობით პენალტების დროს უმიზნებდნენ კუთხურის ალამს.
გადათამაშება სპარტაკთან წავაგეთ 0:1.
თუ გაინტერესებთ უფრო დაწვრილებით, წაიკითხეთ ეს სტატია:
https://www.championat.com/football/article-4007815-strannye-matchi-v-chempionate-sssr-po-futbolu-spartak---dinamo-tbilisi.html
კონსტანტინე
21:18 18-07-2022
0
მეც მახსოვს სოსო ბატონო სტადიონზე ვუყურებდი, ეგ მოსკოვის ტორპედო იყო თბილისში, რეზომ ცაში გაუშვა ბურთი და კარისკენ არც გაუხედავს ისე წავიდა გასახდელში, საპასუხო ბუტურლაკინმა დაგვირყა და მანაც ლამის ჰაუტში გაუშვა, თითო ქულა გავიყავით, წინა ტურში კი სპარტაკმა ღორულად თავის სტილში მოგვიგო პენალტები მოსკოვში და უქულოდ დაგვტოვეს! ის შედეგი დატოვეს ძალაში თბილისის კი გააუქმეს და ის იდიოტობაც მიაყოლეს!
ლეო
17:20 18-07-2022
1

სიახლეები პოპულარული