"მოკვეთეთ ევროტურნირებიდან ბელორუსებიც!" - ბუნდესლიგის კლუბმა უეფასა და კონფერენს ლიგის კლუბებს მიმართა

AutoSharing Option
გერმანიის ბუნდესლიგის ბინადარმა კლუბმა "კიოლნმა" UEFA-ს მიმართა მოწოდებით ბელორუსული კლუბების ევროთასების გათამაშებიდან გამორიცხვის შესახებ.

კლუბმა წერილი მისწერა ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტ ალექსანდრე ჩეფერინს, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბელორუსის ხელისუფლება მხარს უჭერს რუსეთს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ომში.

"კიოლნის" პრესსამსახურის ცნობით, ბელორუსის ხელისუფლების ქმედებები არღვევს გერმანული კლუბის და ზოგადად, სპორტის ღირებულებებს. კლუბმა თავისი პოზიცია გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებსაც აცნობა.

აღსანიშნავია, რომ "კიოლნი" კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შესაძლოა, სწორედ ბელორუსულ კლუბებს შეხვდეს.

გერმანული კლუბი ასევე დაუკავშირდა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე
მონაწილე სხვა გუნდებს, რათა მხარდაჭერა მიიღონ მათ მიერ გაჟღერებულ იდეაზე.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული