"სილესენის დრო "ვალენსიაში" ამოიწურა. კლუბიც და მოთამაშეც მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტრანსფერი საუკეთესო გამოსავალია. "ღამურებისთვის" სილესენის გასხვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან გუნდს შესაძლებლობა მიეცემა, სამუ კასტილეხო და სხვა მოთამაშეები გაიფორმოს. იასპერი კლუბის თანამშრომლებს უკვე დაემშვიდობა და სამშობლოში ბრუნდება. მეორე მეკარის გაყიდვა, დიდი ალბათობით, დააჩქარებს გიორგი მამარდაშვილთან კონტრაქტის გახანგრძლივების პროცესს. ქართველი ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი წევრია".
შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" დღეს ამხანაგურ შეხვედრაში "კასტელონს" დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის