"ნაპოლის" მორიგი ლიდერი ტოვებს - ფაბიან რუიზი კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს

AutoSharing Option
"ნაპოლის" ნახევარმცველი ფაბიან რუიზი კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

მოთამაშის დამატება პირადად კლუბის ახალ სპორტულ დირექტორს, ლუის ოკამპოსს სურდა. რუიზს იტალიურ გუნდთან კონტრაქტი 2023 წელს ეწურებოდა და ესპანელი ნეაპოლში დარჩენას არ განიხილავდა. რომანოს ინფორმაციით, შესაძლოა გუნდები გაცვლაზე შეთანხმდნენ, "ნაპოლი" პარიზელთა კიპერით კეილორ ნავასით არიან დაინტერესებულნი. ლიგა 1-ის დატოვება თავად კოსტა-რიკელ მეკარესაც სურს.

ფაბიან რუიზი "ნაპოლის" 2018 წელს "ბეტისიდან" შეუერთდა. ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელს "ლურჯების" რიგებში 125 მატჩი აქვს ჩატარებული.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ნეაპოლელი გულშემატკივარი გაცოფებულია, მეათე ადგილზე გასვლის იმედიც არ აქვთ. არადა გუნდი წელს ჩემპიოთა ლიგაზე თამაშობს რატომ ჩააგდო პრეზიდენტმა ასეთ დთეში არავინ იცის.
Semi
07 აგვისტო 2022 21:58
0
არაუშავს, ხვიჩამდე რამენაირად მიიტანეთ ბურთი. მაინც მარტომ უნდა გათრიოთ მთელი ნაპოლი ))
ილია
07 აგვისტო 2022 18:07
0
რაღას წაიყვანეთ მარტო ეგ მარადონაა!? ყოფილიყო ცოტა ხანს ბათუმში იქნებადა ჯგუფურ ეტაპამდე გაეყვანა გუნდი.. ყველა ჩვენი მტერია...
კახა
07 აგვისტო 2022 14:39
17
აბა ვინ დარჩათ პასის გადამცემი ? ანგისა? :)
beqa
07 აგვისტო 2022 13:58
1
კიმი:))
სოსო
08 აგვისტო 2022 09:36
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული