გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი ყოფილ შეყვარებულს მშობიარობამდე 2 კვირით ადრე ფიზიკურად გაუსწორდა

AutoSharing Option
"დორტმუნდისა" და გერმანიის ნაკრების მცველი ნიკო შულცი დიდ სკანდალში გაეხვა, ფეხბურთელის ყოფილმა შეყვარებულმა შულცის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შეიტანა. აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, შულცი ცნობილ მოდელ მარია პლეტცს მშობიარობამდე 2 კვირით ადრე ფიზიკურად გაუსწორდა, ჯერ იატაკზე დააგდო, შემდგომ კი ფეხი მუცელში ჩაარტყა, რადგან ბავშვის დაბადება არ სურდა. დაზარალებულ გოგონას ფოტომტკიცებულებები აქვს. კერძოდ, მარია პლეტცმა შულცს სურათი გაუგზავნა, სადაც დალურჯებები აღენიშნებოდა, "დორტმუნდის" მცველმა კი საპირისპიროდ სელფი გაუგზავნა სახეზე სევდიანი გამომეტყველებით. წყვილს საერთო შვილი ჰყავს. შულცის სახლში ჩხრეკა უკვე
ჩატარდა. სამართალდამცველებმა ყველა ელექტრონული მოწყობილობა წაიღეს. გამოძიება მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, 29 წლის ნიკო შულცი "დორტმუნდს" "ჰოფენჰაიმიდან" შეუერთდა. გერმანიის ნაკრებში მის ანგარიშზე 12 ჩატარებული შეხვედრა და 2 გატანილი გოლი ფიქსირდება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
სულ დაგიჟდნენ ეს სპორცმენები!!!რა იყოთ ბიჭო ორი კაპიკი იშოვეთ და თავი "კაცები"გგონით?!
ირაკლი
08 აგვისტო 2022 17:10
7
თუ ეგ მართლა გააკეთა, ფეხბურთი კი არა, ცის დანახვა უნდა მოანატრო, მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ მართლა გააკეთა? მე - არა.
დავით
09 აგვისტო 2022 09:54
1
სპორცი რაარი?
Emre
09 აგვისტო 2022 02:03
0
არ მჯერა, ქალებს მხოლოდ ქართველი კაცები ცემენ
ბაია
08 აგვისტო 2022 14:22
14
ქართველი კაცები მარტო კი არ ცემენ,კლავენ ქალებს საკუთარი შვილების თვალწინ!!!
ბაიას
08 აგვისტო 2022 19:53
3
ყველა კაცი ნაგავია ვინც მაგას აკეთებს,ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს!!!ნამდვილ კაცებს მაგის ახსნა არ ჭირდებათ!!!
გიორგი
08 აგვისტო 2022 16:54
0
მოკლედ ეს ქალებზე ძალადობა და ბევრი ვითომ ზალადობა რა ამზრზენია. თუ ცემა ეს სოლცი და თუ არა ეს ვაი მოდელო ტყუილად ბრალდებისტვის.
არა რუსეთს
08 აგვისტო 2022 13:45
6
ნაგავი!!
ბექა
08 აგვისტო 2022 13:45
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული