"ზოგი გოგონებს ახარჯავდა, ზოგი სვამდა და ერთობოდა..." - კავაზაშვილი ჰყვება, რაში ხარჯავდნენ ფეხბურთელები ფულს საბჭოთა კავშირის პერიოდში

AutoSharing Option
მოსკოვის "ტორპედოსა" და მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი მეკარე ანზორ კავაზაშვილი რუსი ფეხბურთელის, გიორგი ტიგიევის განცხადებას გამოეხმაურა.

ტიგიევმა დაიჩივლა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ ფული საერთოდ აღარ დარჩა... კავაზაშვილმა კი გაიხსენა, როგორ იყენებდნენ ფეხბურთელები ფულს საბჭოთა კავშირის დროს.

"სსრკ-ში ბევრი ფეხბურთელი გვყავდა, რომლებიც შესანიშნავად თამაშობდნენ, კარგ ფულს იღებდნენ, მაგრამ კარიერის დასრულების შემდეგ აღარაფერი შერჩათ.

გასაკვირი არაფერია, ვიღაც ძუნწია - ზოგავს და ზოგავს ფულს... ვიღაცას შეუძლია მთელი ჯამაგირი დახარჯოს...

ჩემს დროს ასეთი ფეხბურთელები ბევრნი იყვნენ... ზოგი სვამდა, ზოგი ერთობოდა, ზოგიც გოგონებს ახარჯებდა...

ახლა, რა თქმა
უნდა, ცხოვრება სხვაგვარადაა. სსრკ-ში ფეხბურთელები იმ დროს დიდ ფულს იღებდნენ, ჩვეულებრივ მოქალაქეებთან შედარებით. ახლა ახალგაზრდა ფეხბურთელები ჭკვიანურად იყენებენ თავიანთ ხელფასს“, - ციტირებს RB Sport-ი კავაზაშვილს.
მკითხველის კომენტარები / 15 /
რატომ უთმობთ ამ საქართველოს გამყიდველს და რუსეთის მადიდებელ მონას დროს და მის სისულელეების პრუტუნს. მოჭამა დრო და დაიკიდეთ.
simartle
10 აგვისტო 2022 18:34
14
სპორტალ-ის რედაქციავ, თქვენ რა, ამ კაცზე "ჯვარი გაქვთ დაწერილი"?! რას გვატენით ამის ნაფრქვევ აზრებს თავისი უბადრუკი სიფათით? მასალა გამოგელიათ დასაწერად?
ტყეშელაანთ გიჟი
10 აგვისტო 2022 16:02
6
გთხოვთ, მოგვაშორეთ ეს ანზორი
giorgo
10 აგვისტო 2022 14:15
5
მართლა მთლად დეგენერატი ყოფილა ეს ჩვენი ანზორი.გაზაევი თბილისში რომ გადმოვიდა სათამაშოდ, 500 თუ 600 მანეთი დაუნიშნეს ხელფასი, ბედნიერი იყო, პირველად ამხელა ხელფასიო. და რა იყო ეს თანხა, რა უნდა გადაენახა?! დღევანდელ ხელფასებს რომ ადარებს, საცხოვრებლად 10% -იც ეყოფა, დანარჩენი გადაინახოს (მე რუსეთის ხელფასებზე ვამბობ, თორემ ჩვენთან რაც ხდება კარგად მოგეხსენებათ). ასე რომ, ეს ანზორა მაგარი ანალიტიკოსია, პუტინსა და ომში ხომ ერკვევა, ეხლა კიდევ ხელფასებში გამოვიდა ექსპერტი.
alexandre
10 აგვისტო 2022 13:54
4
ძალიან სასრგებლო და მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, ფაქტიურად შეუფასებელი.
მალაქია
10 აგვისტო 2022 14:47
5
ვაა, კიდევ ეს დადეთ!
მწვრთვნელი
10 აგვისტო 2022 13:52
1
გევასებათ ეს ტიპი თუ რა ხდება ტო,შეეშვით რა ერთი მაგის მოღალატე ...........
10 აგვისტო 2022 17:59
7
ტიპიშ ბერძენია და ვერ იქნება საქართველოს მოღალატე
გომორძგუა მარგალეფც
10 აგვისტო 2022 21:45
9
მამა გაქართველებული ბერძენი ჰყავდა,ნახევრად ბერძენი.დედა კი გურული. თბილისის დინამო ძალიან ახალგაზრდამ სერგო კოტრიკაძის კონკურენციის გამო დატოვა.მითუმეტეს სსრკ ერთი ქვეყანა იყო. ვინც არ იცის ნუ განსჯის მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო მეკარეს. ის ყოველთვის ამაყობდა თავისი ქართველობით. მითუმეტეს რომ ოთხმოცს გადაცილებულია.
ჯუჯი
11 აგვისტო 2022 05:13
12
ამ ანზორამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ ქართული მხოლოდ გვარის დაბოლოება აქვს. კაცმა ფული ქალებშიც უნდა დახარჯოს და საძმოშიც.
muro
11 აგვისტო 2022 01:50
14
სხვათა შორის ეს”ანზორა” თავის დროზე მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო მეკარე იყო. ქართველებში კი ყველა დროის საუკეთესო მეკარე.
ჯუჯი
10 აგვისტო 2022 20:43
19
ბერძენია კავაზიდისი
გომორძგუა მარგალეფც
10 აგვისტო 2022 21:43
7
ნუ აზვიადებთ, კარგი მეკარე იყო, მაგრამ ქართველებში საუკეთესო სერგო იყო კოტრიკაძე, ასეც დარჩება კიდევ დიდხანს ალბათ.
გიზოგ
11 აგვისტო 2022 13:40
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული