"ჩვენი მშვენიერი ჯიქია "რეალის" სასტარტოში ითამაშებს" - ანზორი წინასწარმეტყველებს

AutoSharing Option
სსრკ-ის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა, "სპარტაკის" კაპიტნის, გიორგი ჯიქიას ევროპაში თამაშის შანსები შეაფასა.

"ამ ზამთარს "სპარტაკიდან" წასვლას არავინ არ მოისურვებს. ჯერ ერთი, გუნდს უკვე ყველა შეეთვისა; მეორე - მიზნად ჩემპიონობა აქვთ დასახული, ეს ჩვენი გეგმაა; მესამე - ჩვენი ლეგიონერების დონე არც ისე მაღალია. რაც შეეხებათ ადგილობრივებს, მხოლოდ ჩვენს მშვენიერ ჯიქიას შეუძლია წავიდეს.

ვფიქრობ, გიორგი ესპანეთის ყველაზე არისტოკრატულ კლუბში ითამაშებს. დარწმუნებული ვარ, დონეს გაქაჩავს, "რეალის" სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებს.

ის მატჩებისას შეცდომებს არ უშვებს, თავიანი ბიჭია, კომუნიკაბელური. "რეალში" ისე იქნება, როგორც
სახლში. მიმაჩნია, რომ ეს ტრანსფერი შესაძლებელია. ან რომელიმე იტალიურ გუნდშიც გაამართლებდა", - ციტირებს კავაზაშვილს РБ Спорт-ი.

მკითხველის კომენტარები / 14 /
კავაზაშვილო,შენი ჭკუა და გონი მიეცა ვისაც ქართველებისთვის და საქართველოსთვის ცუდი უნდა,შე პუტინისტო.
რომა
07:53 19-06-2024
0
ჩემი ნათესავზეა დაბერდა და "გამგე გებს"
ნიკალსენა
20:00 17-01-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული