"ზოგი გოგონებს ახარჯავდა, ზოგი სვამდა და ერთობოდა..." - კავაზაშვილი ჰყვება, რაში ხარჯავდნენ ფეხბურთელები ფულს საბჭოთა კავშირის პერიოდში

AutoSharing Option
მოსკოვის "ტორპედოსა" და მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი მეკარე ანზორ კავაზაშვილი რუსი ფეხბურთელის, გიორგი ტიგიევის განცხადებას გამოეხმაურა.

ტიგიევმა დაიჩივლა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ ფული საერთოდ აღარ დარჩა... კავაზაშვილმა კი გაიხსენა, როგორ იყენებდნენ ფეხბურთელები ფულს საბჭოთა კავშირის დროს.

"სსრკ-ში ბევრი ფეხბურთელი გვყავდა, რომლებიც შესანიშნავად თამაშობდნენ, კარგ ფულს იღებდნენ, მაგრამ კარიერის დასრულების შემდეგ აღარაფერი შერჩათ.

გასაკვირი არაფერია, ვიღაც ძუნწია - ზოგავს და ზოგავს ფულს... ვიღაცას შეუძლია მთელი ჯამაგირი დახარჯოს...

ჩემს დროს ასეთი ფეხბურთელები ბევრნი იყვნენ... ზოგი სვამდა, ზოგი ერთობოდა, ზოგიც გოგონებს ახარჯებდა...

ახლა, რა თქმა
უნდა, ცხოვრება სხვაგვარადაა. სსრკ-ში ფეხბურთელები იმ დროს დიდ ფულს იღებდნენ, ჩვეულებრივ მოქალაქეებთან შედარებით. ახლა ახალგაზრდა ფეხბურთელები ჭკვიანურად იყენებენ თავიანთ ხელფასს“, - ციტირებს RB Sport-ი კავაზაშვილს.
მკითხველის კომენტარები / 15 /
მართლა მთლად დეგენერატი ყოფილა ეს ჩვენი ანზორი.გაზაევი თბილისში რომ გადმოვიდა სათამაშოდ, 500 თუ 600 მანეთი დაუნიშნეს ხელფასი, ბედნიერი იყო, პირველად ამხელა ხელფასიო. და რა იყო ეს თანხა, რა უნდა გადაენახა?! დღევანდელ ხელფასებს რომ ადარებს, საცხოვრებლად 10% -იც ეყოფა, დანარჩენი გადაინახოს (მე რუსეთის ხელფასებზე ვამბობ, თორემ ჩვენთან რაც ხდება კარგად მოგეხსენებათ). ასე რომ, ეს ანზორა მაგარი ანალიტიკოსია, პუტინსა და ომში ხომ ერკვევა, ეხლა კიდევ ხელფასებში გამოვიდა ექსპერტი.
alexandre
10 აგვისტო 2022 13:54
4
ვაა, კიდევ ეს დადეთ!
მწვრთვნელი
10 აგვისტო 2022 13:52
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული