რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტები მადრიდის "რეალის" პრეზიდენტს ფლორენტინო პერესსაც დაეკითხნენ, აპირებდა თუ არა პორტუგალიელი ფეხბურთელის დაბრუნებას.
"კვლავ რონალდო?! 38 წლის ასაკში?!", - მიუგო პერესმა, რითაც მიანიშნა, რომ ტრანსფერი გამორიცხული იყო.
როგორც ჩანს, დონ ფლორენტინოს ეს განცხადება კრიშტიანოს დას კატია ავეიროს დიდად არ ესიამოვნა და მან პერესს სოციალური ქსელის მეშვეობით შემდეგნაირად უპასუხა:
"ის 38 წლისაა, მაგრამ მაინც შეუძლია ორ მეტრზე მაღლა ახტეს და იქ 3 წუთი დარჩეს.
პატივი ეცი შენს თავს, მოხუცო, 75 წლის ხარ..." - წერს ავეირო სოციალურ ქსელში
შეგახსენებთ, რომ რონალდო "რეალის" ღირსებას 2009/18-წლებში იცავდა და ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 438 მატჩში 450 გოლი გაიტანა და 131 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.