რატომ რონალდო და არა მესი? - ორგანიზატორები გადაწყვეტილებას ხსნიან

AutoSharing Option
როგორც მოგეხსენებათ, France Football-მა ლიონელ მესი "ოქროს ბურთის" 30 ნომინანტს შორის არ შეიყვანა. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ გულშემატკივრებს შორის ვნებათაღელვა გამოიწვია. ფრანგული გამოცემა კი არგენტინელის განაცხადს მიღმა დატოვების მიზეზებზე საუბრობს.

"ლა პულგას" არყოფნის პირველი მიზეზი წესების ცვლილებაა, სადაც ხაზგასმულია, რომ მოთამაშის შერჩევის კრიტერიუმები საფეხბურთო სეზონზეა დაფუძნებული და არა კალენდარული წელზე. გამოცემა აღნიშნავს, რომ მესის პირველი სეზონი ლიგა 1-ში არც ისე შთამბეჭდავი იყო, ჩემპიონატში მხოლოდ 6 გოლის გატანა შეძლო, ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლას კი მადრიდის "რეალთან" მერვედფინალიდან გამოეთიშნენ.

რატომ რონალდო?

კიდევ ერთმა ცნობილმა ფრანგულმა
გამოცემა L'Equipe-მა კრისტიანო რონალდოს ნომინანტთა შორის ყოფნა გაამართლა და ამ ფაქტს რამდენიმე ახსნა მოუძებნა.

"ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიელმა 6 გოლი გაიტანა და "მანკუნიანელები" მერვედფინალში გაიყვანა. ყველა ტურნირზე ჯამში 49 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 32 გოლის გატანა მოახერხა. მართალია, რონალდო ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში ფავორიტად არ მოიაზრება, თუმცა საუკეთესო 30-ეულში ყოფნას იმსახურებდა" - წერს გამოცემა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

alt"ვფიქრობ, ეს ხუმრობაა" - გულშემატკივრები და გამოცემები მესის საუკეთესო 30-ეულში ვერ მოხვედრას ეხმაურებიან

altმესის გარეშე - "ოქროს ბურთის" 30 პრეტენდენტი ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 9 /
ფრანგული გადაწყვეტილება მბაპეს მხარდაჭერით ხომ არ უნდა აიხსნას
გიგა
19 აგვისტო 2022 20:53
0
რონალდუს უფრო შედეგიანი სეზონი ქონდა მანიუში, ვიდრე იმ წელს ოქროს ბურთი, რომ მოიგო იმავე გუნდში. ამიტომ უცნაურია ფავორიტად რომ არ მიიჩნევა
უვიცი
13 აგვისტო 2022 22:39
2
მე მესისტივარ მარა სტატიაში მოყვანილ ახსნა განმარტებას 100%-ით ვეთანხმები.
რრრ
13 აგვისტო 2022 18:53
2
ისემც შენ რა გითხარით, რაც შენ მესისტი არ იყო რა?
რრრ-ს აფერისტ
13 აგვისტო 2022 20:41
8
აი ახსნას რომ დაიწყებ,მანდ ჩანს უკვე რომ შენ შეცდომას აპრავებ.არც მესი და არც რონალდო არ იმსახურებდნენ 50-ში მოხვედრასაც კი
საქართველო
13 აგვისტო 2022 17:35
8
ეხლახან ბოლო თამაშები რაც ჩაატარა ლეომ, მე პირადად უდიდესი სიამოვნება მივიღე! მესისნაირად ლამაზ ფეხბურთს, არცერთი ფეხბურთელი არ თამაშობს! ეს ფაქტია! მესი ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს!
შენი ბოღმა... ბოღმისტო!
13 აგვისტო 2022 18:36
3
სწორი გადაწყვეტილებაა, ინდივიდუალურად რონალდუ უკეთესი იყო წელს
Nick
13 აგვისტო 2022 17:32
3
სანამ მესი და რონალდო აქტიური ფეხბურთელები არიან,ყოველთვის უნდა მოხვდნენ 30 საუკეთესოში.ეს მათი კი არა,იმ 30 კაციანი სიის პატივია.სულელი მგონია ის ფეხბურთის სპეციალისტი,მესის ან რონალდოს თამაშს,მხოლოდ გატანილი გოლებით რომ აფასებს და ვერ ხვდება,რას ნიშნავს, მათი მოედანზე, თუნდაც უბრალოდ ყოფნა.
სოსო
13 აგვისტო 2022 17:14
1
თქვენ თუ გგონიათ, ამით ლეო მესის რამე დააკლდება, ცდებით! ზოგი ისეთი ფეხბურთელია შეყვანილი ამ სიაში, რომ უბრალოდ გაგეცინება კაცსს!
Tengo
13 აგვისტო 2022 16:43
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული