ტოპ 100 ფეხბურთელში "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 37-ე ადგილს იკავებს, CIES-ის მიხედვით, ქართველის ფასი 98.3 მილიონი ევროა.
სერია A-ში ხვიჩაზე ძვირფასი მხოლოდ რაფაელ ლეაოა (მილანი), ბრაზილიელი შემტევი 101.5 მილიონი ევროდ არის შეფასებული. უცნაურია, მაგრამ გიორგი მამარდაშვილი აღნიშნულ სიაში ვერ მოხვდა.
CIES-ის რეიტინგში პირველ ადგილს "რეალის" ვარსკვლავი ჯუდ ბელინგემი იკავებს. ინგლისელის ფასი 280.4 მილიონი ევროა. მეორე ადგილზე "მანჩესტერ სიტის" ფორვარდი ერლინ ჰოლანია (255.3
შეგახსენებთ, კვარაცხელიას შეძენით "პარი სენ ჟერმენი" აქტიურად ინტერესდება. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, პარიზულმა კლუბმა "ნაპოლის" ხვიჩას სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო შესთავაზა.