ძიუბა თურქულ გუნდში გადავიდა

AutoSharing Option
თავისუფალ აგენტად მყოფი რუსეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, 33 წლის არტიომ ძიუბა "ადანა დემირსპორში" გადავიდა.

თურქულმა კლუბმა ძიუბას 1+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა და სეზონურ გასამრჯელოდ 1.5 მილიონი ევრო დაუნიშნა.

მან გასულ სეზონში "ზენიტში" რუსეთის პრემიერლიგის 28 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ადანურ გუნდში მარიო ბალოტელი თამაშობს, ახლახან კი ამ კლუბში იაროსლავ რაკიცკი და გიორგი ხაბულიანი გადავიდნენ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ამ იდიოტს 1,5 მილიონი რაში უნდა გადაუხადონ? ამ არაფეხბურთელს (პოლიტიკის გარეშე) ხელფასად ერთ თეთრსაც კი არ დაუნიშნავდი...მართლა სასაცილოა, ხვიჩას ნაპოლი, თუ არ ვცდები, ხელფასის სახით 1 მილიონს უხდის?!
თეიმურაზ კვიტაიშვილი
19 აგვისტო 2022 14:30
2
ესეც გამოიქცა “ჩრ. კორეიდან”?
***
19 აგვისტო 2022 03:30
2
Gagvaxaret???
L.J .
18 აგვისტო 2022 23:55
4
გაწი ხელი , ბიჭო
ლილიტ
18 აგვისტო 2022 22:56
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული