ხავი გვარდიოლას წინააღმდეგ - დღეს "ბარსელონა" და "მანჩესტერ სიტი" ამხანაგურ მატჩს გამართავენ

AutoSharing Option
დღეს, "კამპ ნოუზე" "მანჩესტერ სიტი" "ბარსელონას" დაუპირისპირდება.

მიუხედავად იმისა, რომ საფეხბურთო სეზონი ორივე ქვეყანაში უკვე მიმდინარეობს, კლუბები გაერთიანდნენ, რათა ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზით დაავადებულ ადამიანებს დახმარებოდნენ, რომლითაც "ბარსას" ყოფილი მეკარე ხუან კარლოს უნსუეა დაავადებული.

უნსუე გვარდიოლას ახლო მეგობარია, ესპანელი უკვე 2 წელია ამ დაავადებით იტანჯება, ყოფილი ფეხბურთელი ამჟამად ინვალიდის ეტლით გადაადგილდება.

"უამრავი სირთულის გადალახვა მიწევს, დახმარების გარეშე მცირე მანძილის გავლაც კი მიჭირს, ხელებს თითქმის ვერ ვამოძრავებ, მიუხედავად ტკივილისა, გონებრივად ახლა უფრო ძლიერი ვარ, რადგან თავს სასარგებლოდ ვგრძნობ. მოხარული ვარ, რომ თანხა
კარგი და დიადი მიზნისთვის შეგროვდება, ეს არის ის, რაც მინდოდა" - განაცხადა უნსუემ.

მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია, გულშემატკივრებს საშუალება მიეცემათ იხილონ გვარდიოლასა და ხავის, ჰოლანდისა და ლევანდოვსკის დაპირისპირებები, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში შედგება ჟულ კუნდეს დებიუტიც, მოგეხსენებათ, "ბლაუგრანა" ფრანგი ცენტრალური მცველის შემადგენლობაში დარეგისტრირებას ამ დრომდე ვერ ახერხებს.

მწვრთნელების განცხადებით, ორივე გუნდი სათამაშოდ ძირითადი შემადგენლობებით გავა, თუმცა "ქალაქელების" მხარეს, შესაძლოა, გეგმები შეიცვალოს, რადგან "ნიუკასლთან" (3:3) გამართული მძიმე ბრძოლის შემდეგ, პეპმა ცვლილებები არ გამორიცხა.

შეხვედრა თბილისის დროით 23:30 საათზე გაიმართება.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული