ითამაშებს თუ არა ევრო 2024-ზე - რონალდომ სანაკრებო გეგმები გაამხილა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ გაამხილა, რომ სანაკრებო კარიერის დასრულებას ჯერჯერობით არ აპირებს.

პორტუგალიელი ფეხბურთელის თქმით, მისი მიზანია, თავისი ქვეყნის მთავარი გუნდის მაისური ევრო 2024-ზეც მოირგოს.

"იმედი მაქვს, რომ ეროვნული ნაკრების წევრი კიდევ მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში ვიქნები. ჯერ კიდევ მოტივირებული ვარ და საკმაოდ მაღალი ამბიციები მაქვს.

ჩემი თავგადასავალი ეროვნულ ნაკრებში ჯერჯერობით არ დასრულებულა... ძალიან კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს. მუნდიალზე ვიქნები და მინდა, რომ ევრო 2024-ზეც ვიასპარეზო", - ციტირებს რონალდოს Renascença.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული