40 წლის როდრიგო პალასიომ კალათბურთში გადაინაცვლა - მას ჯერ საფეხბურთო კარიერის დასრულება არ გამოუცხადებია

AutoSharing Option
ცნობილმა არგენტინელმა თავდამსხმელა როდრიგო პალასიომ 40 წლის ასაკში განიზრახა, რომ ფეხბურთის შემდეგ ძალები კალათბურთშიც სცადოს.

მან იტალიის სერია D-ს ბინადარ "გარგანოსთან" გააფორმა კონტრაქტი და Gaggiano Cup-ის მატჩშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც საკუთარ აქტივში 4 ქულა ჩაიწერა.

საინტერესოა, რომ ამავდროულად პალასიოს საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. ის გასულ სეზონში "ბრეშიას" მაისურს ირგებდა, სადაც 32 შეხვედრაში 6 გოლი შეაგდო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული