მადრიდის "რეალი" კილიან მბაპეთი აღარ ინტერესდება

AutoSharing Option
გუშინ, ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კილიან მბაპეს "პარი სენ ჟერმენის" დატოვება და მადრიდის "რეალში" გადაბარგება სურს.

Marca-ს ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი კილიანის დამატებით აღარ ინტერესდება და გუნდის აწყობას როდრიგო გოეშის და ვინისიუს ჟუნიორის გარშემო გეგმავს.

ამრიგად, მბაპეს დამატების მთავარ კანდიდატად ინგლისური "ლივერპული" ითვლება. იურგენ კლოპს ფრანგი სუპერვარსკვლავის შეძენა გასულ ზაფხულსაც სურდა, თუმცა 23 წლის ფეხბურთელმა პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა.

altMarca: კილიან მბაპეს "პარი სენ ჟერმენის" დატოვება ზამთარშივე სურს

მკითხველის კომენტარები / 1 /
რეალში ვერ გდახვალ სანამ პერესია აისრულე ფულის ოცნებები
beqa
14:24 12-10-2022
1

სიახლეები პოპულარული