"მანჩესტერ სიტის" ვულოცავ, თუმცა საუკეთესოები ჩვენ ვიყავით" - ანჩელოტიმ უკმაყოფილება ვერ დამალა

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, გუშინ პარიზში გამართული საღამო მადრიდის "რეალისთვის" წარმატებული გამოდგა, "ბლანკოსის" თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ "ოქროს ბურთი" მოიგო, "თეთრების" მეკარე ტიბო კურტუამ კი ლევ იაშინის ჯილდო დაიმსახურა, თუმცა ერთმა გადაწყვეტილებამ გულშემატკივრებში ვნებათაღელვა გამოიწვია.

გასული წლის საუკეთესო გუნდად "მანჩესტერ სიტი" დასახელდა. ფაქტის შესახებ უკმაყოფილება ვერ დამალა "რეალის" თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ.

"ვერ ვხვდები, რა კრიტერიუმებით შეირჩა გამარჯვებული, რადგან გასულ წელს მადრიდის "რეალი" საუკეთესო გუნდი იყო. "მანჩესტერ სიტის" პატივს ვცემ და ვულოცავ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პრობლემები შეგვიქმნეს და პრემიერლიგაც მოიგეს, თუმცა მთავარი საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულები
ჩვენ გავხდით" - განაცხადა ანჩელოტიმ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

altნაწყენი კურტუა, გახარებული მაკრონი და რონალდოს მნიშვნელობა ამ წარმატებაში - ყველაფერი "ოქროს ბურთის" დაჯილდოების გუშინდელი ცერემონიალიდან


მკითხველის კომენტარები / 14 /
ანჩელოტი მართალია,რეალი უკეთესი იყო
Sake
20 ოქტომბერი 2022 18:21
1
სიმაგრე გოლში გამოიხატება და არა თამაშში,მაშინ ნოლით ნოლი რომ დამთავრებულიყო თამაში სიტი უნდა გასულიყო ფინალში, თქვენი აზრით.
soso
19 ოქტომბერი 2022 16:25
0
ისევე როგორც ზოგადად ცხოვრებაში, ფეხბურთშიც ძალზედ მნიშვნელოვანია რომ ფორტუნამ არ შეგაქციოს ზურგი. ნახევარფინალსა და ფინალში ფორტუნა რეალის მხარეს იყო, ეს ცალსახად ჩანდა.სხვანაირად ახსნა არ აქვს იმას რაც სიტთან და ლივერპულთან მოხდა, რამაც საბოლოოდ მიიყვანა რეალი გამარჯვებამდე.თორემ სიტი მაშინაც და დღესაც რეალზე უფრო სრულყოფილი გუნდია, რაც პროფესიონალების გამოკითხვამაც ცხადყო. გუნდს რომელსაც რამდენიმეწუთიანი შეცდომა ძვირად დაუჯდა, რითაც რეალს ძალიან გაუმართლა.
გულშემატკივარი
19 ოქტომბერი 2022 04:58
41
უმართლებს ძლიერს. ეს ისე მაინც.
Giga
20 ოქტომბერი 2022 09:07
0
დანარჩენზე შეიძლება კამათი, მაგრამ აი ლივერპულთან ფინალზე რომ მაგას იტყვის ადამიანი, ის ან ძალიან მიკერძოებულია, ან უბრალოდ არ ესმის ფეხბურთი.
გიო
19 ოქტომბერი 2022 13:42
0
კევინ ფე ბრუინი იყო ოთხეულში და რაღაც ჯილდო ხომ უნდა მიეცათ, მანეს მისცეს პრიზი, ლევანდოვსკისაც
მამუკა
19 ოქტომბერი 2022 01:17
1
აბსოლიტურად მართალია სენიორ კარლო!
ლაშა
18 ოქტომბერი 2022 22:17
7
სიტი და ლივერპული არაფერს წარმოადგენენ პრემიერლიგის ჩათვლით!
მხოლოდ ფული და მეტი არაფერია იქ...
ლაშა
18 ოქტომბერი 2022 21:53
7
ფეხბურთში ანგარიში მეტყველებს მოგებას და არა ბურთის ფლობა. სიტიმ აჯობა მთელი თამაში, მარა ის გარკვეული მონაკვეთი რაც დასჭირდა რეალმა მოუგო და საკმარისი აღმოჩდა. სიტიმ თუ პრემიერ ლიგა მოიგო, რეალმა ჩემპიონთა თასი და ლა ლიგა მოიგო. აგერ ბენზემა სუკეთესოდ აღიარეს და კურტუა საუკიეთესო მეკარედ.
მახსენდება თამაშები საქართველო მოლდოვა. მაშინ ქინქი, შოთა, ქეცბაია, ჯამარა და რა ვიცი მთელი იმ თაობის მართლა ნიჭიერი ბიჭებით დახუნძლული გუნდი გვაყავდა. ხოდა ყველა დარწმუნებული ვიყავით რომ მოუგებდით აუვცილებლად. მთელი თამაში ვესხედით და 0-1 წავაგეთ. იქ კიშინიუვშიც დარწმუნებული ვიყავი ჩვენების გამარჯვებაში და რა? 2-3 წავაგეთ. ახლა ვიძახი ჩვენ ძალიან ვჯობნიდით ყველნაირად, შემადგენლობითაც და თამაშითაც, მარა ორივე თამაში მოგვიგეს და 6 ქულა იმათ აიღეს. ზუსტად ის 6 ქულა რომ გვქონოდა ბულგარეთს ვაჯობებდით და ჯგუფიდან გავდიოდით, რადგან უელსს ორივე მოუგეთ და ბულგარეთს სახლში. ახლა თვალეთ სიტი იყო მაგარი რელაზე თუ საქართველოს ნაკრები მოლდოვაზე.
G.LA
18 ოქტომბერი 2022 20:27
5
ბულგარეთმა გერმანიას მოუგო.
sandrex
19 ოქტომბერი 2022 14:23
0
რეალი = გუნდი იღბლის ბუკეტი!!! უბრალოდ სხვას ვერაფერს ვუწოდებ.
5 წუთი სიტმა კონცენტრაცია დაკარგა და ამით გაუმართლა რეალს და გაუტანა 2 გოლი, ოვერტაიმში კი უკეთესი იყო.ეხლა ზოგი იტყვის აქ რომ, იმ შეცდომასაც გამოყენება უნდაო და აქაც არის სიმართლის მარცვალი. ავიღოთ თუნდაც ფინალი ლივერპულთან, რეალმა ერთხელ (!) დაარტყა კარში ბურთი და ისიც გოლი გავიდა ხოლო რეალის კარში ბურთი ჯიუტად არა და არ შედიოდა. აბა რა არის ეხლა ეს, თუ არა გამართლება? და ასეთი რამდენი გინდა. რა თქმა უნდა სიტი უკეთესი გუნდი იყო გასულ წელსაც და წელსაც, ვიდრე რეალია.იქ სადაც ხმას აძლევენ, სულელები კიარ არიან, ფეხბურთი კარგად ესმით. ასე რომ რეალის გულშემატკივრებმა არ იწყინოთ.
თომა
18 ოქტომბერი 2022 20:04
60
ვერ დაგეთანხმები, საუკეთესო გუნდი თუა ნახევარფინალიდან არ გამოვარდებოდა. საბოლო შედეგი წყვეტს ფეხბურთში ყველაფერს. 5 წუთი რომ დაკარგა კონცენტრაცია უკვე გუნდის სისუსტეა და რეალი იმათაა უკეთესი ის 5 წუთიც კი საკმარისი იყო მოსაგებად, ლივერპულთანაც ანალოგიური, მხოლოდ ერთი შანსი იყო საკმარისი თამაშის მოსაგებად და კარში ბურთი ჯიუტად არ შედიოდაო უხერხულია ამის თქმა, მაქსიმუმ ორი ბურთი იყო რაც შედარებით სახიფათო იყო და ორივე კურტუამ აიღო დამაჯერებლად, მანდ გამართლება რა არის არ გაუგებარია
Nick
18 ოქტომბერი 2022 20:50
3
ჩემპიონთა ლიგა იმისაა, რომ გამოავლინოს ევროპის საუკეთესო კლუბი. თუ არადა, რა აზრი აქვს ამ ლიგას ?
ქიტესა
18 ოქტომბერი 2022 19:57
0
არა რა უნამუსობასაც ხო აქვს საზღვარი, სიტიმ პრობლემები შეგვიქმნაო:)))) სიტიმ თავის თავს შეუქმნა პრობლემები, თორემ რეალი რა შუაში იყო მაგ ორ თამაშში?!
კი ბატონო მოიგო ლიგა რეალმა და მშვიდობაში მოიხმაროს, მაგრამ სიტი შარშან და წელსაც უფრო ძლიერი გუნდია ვიდრე რეალი და არამგონია ვინმემ ვინც ის ორი თამაში ნახა თქვას რომ რეალი უფრო მაგარი იყოო, რეალის გულშემატკივრებს არ ვგულისხმობ.
პ.ს. არც ერთი გუნდის გულშემატკივარი ვარ და არც ბარსელონასი:))
ზურა
18 ოქტომბერი 2022 19:23
62

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული