"რონალდო ლეგენდაა, მან სპორტის ისტორიაში თავისი კვალი სამუდამოდ დატოვა, თუმცა ზოგიერთი მისი საქციელი ყველანაირ ზღვარს სცდება, პორტუგალიელმა ყველა დაღალა, გულშემატკივრები, თანაგუნდელები, ზოგჯერ ეგოისტურად იქცევა" - განაცხადა პეტიმ RMC Sport-თან ინტერვიუში.
"მანჩესტერ იუნაიტედი" დღეს, 22 ოქტომბერს ლონდონის "ჩელსის" დაუპირისპირდება, თუმცა "მანკუნიანელთა" მთავარი მწვრთნელის ერიკ ტენ ჰაგის გადაწყვეტილებით კრიშტიანო განაცხადს მიღმა დარჩება.