რამდენად შესაძლებელია, უკრაინის მოთხოვნით, რუსეთის უეფადან და ფიფადან გარიცხვა?

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრებებსა და გუნდებს საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობა აკრძალული აქვთ, ახლა კი უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ რუსეთის უეფადან და ფიფადან გარიცხვა მოითხოვა.

საქმე ისაა, რომ ოკუპირებული ყირიმის კლუბების რუსეთის ჩემპიონატში ჩართვას აპირებენ და ამას უეფას და ფიფას გაფრთხილების მიუხედავად გეგმავენ. ცხადია, ეს უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მზად არიან მსხვერპლად ფეხბურთიც შესწირონ.

ფიფას ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და რუსეთის ფეხბურთის კავშირის საპატიო პრეზიდენტმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის კონსტიტუციის მიხედვით, ყირიმი, ლუგანსკი, ხერსონი და ზაპოროჟიე მათი ქვეყნის ნაწილია და უფლება აქვთ, მათმა კლუბებმა ჩემპიონატში მონაწილეობა
მიიღონ. მისი თქმით, რუსეთის კანონმდებლობა საერთაშორისოსთან შედარებით უპირატესია და უნდა დაემორჩილონ, თუმცა ეს უეფასა და ფიფას წესდებასთან წინააღმდეგობაში მოდის.

მოკლედ, იმისათვის, რომ რუსეთი უეფადან და ფიფადან გარიცხონ, საჭიროა გადაწყვეტილებას მხარი ამ ორგანიზაციების წევრთა ორმა მესამედმა დაუჭიროს.