24 იანვარს უეფა რუსული ფეხბურთის "ამნისტიის" საკითხს განიხილავს?

AutoSharing Option
24 იანვარს უეფას ოფისში დაგეგმილია შეხვედრა, რომელზეც განიხილება რუსეთის ნაკრებებისა და კლუბების საერთაშორისო ტურნირებზე დაბრუნების საკითხი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფეხბურთის კავშირი ავრცელებს და ირწმუნება, რომ შეხვედრას რუსული მხარე დაესწრება.

24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს აკრძალული აქვთ ფიფასა და უეფას ეგიდით ჩატარებულ ტურნირებზე მონაწილეობა. მათთან ევროპულმა გუნდებმა ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობის მიღებაზეც კი უარი განაცხადეს და ამ პერიოდში რუსეთის ეროვნული გუნდი მხოლოდ აზიურ ნაკრებებს შეხვდა - ყირგიზეთს, ტაჯიკეთს და უზბეკეთს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ფიფა და უეფა,ყელამდეა ჩამხრჩვალი კორუფციაში და საკმაოდ ბევრი,რუსეთისგანაც აქვთ აღებული,ამიტომ ცდილობენ მოსინჯონ ხალხის რეაქცია.კუზიანს,ზოგჯერ სამარეც ვერ ასწორებს და არც მაგათი სული გასწორდება,მაგრამ ევროპა მეტ ნაკლებად უკვე შეეგუა რუსეთის სანქციების გამო მიღებულ დისკომფორტს და არა მგონია,მათ ამის გაკეთება დაანებოს.
სოსო
17:01 22-01-2023
1
არავითარ შემთხვევაში. ოკუპანტების დაბრუნება საფეხბურთო სამყაროში ნიშნავს წაგებულ ომს.
ირაკლი
15:34 22-01-2023
3

სიახლეები პოპულარული