რუსული ფეხბურთის "მძიმე დანაკლისი" - კადიროვებმა კარიერა დაასრულეს

AutoSharing Option
ჩეჩნურმა და საერთოდ, რუსულმა ფეხბურთმა "მძიმე და აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა" - გროზნოს "ახმატის" მოთამაშეებმა - 26 წლის აბუბაკარ კადიროვმა და 28 წლის ხალიდ კადიროვმა, ფეხბურთელის კარიერა დაასრულეს.

ისინი ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის და "ახმატის" საპატიო პრეზიდენტის, რამზან კადიროვის ძმისშვილები არიან.

აბუბაკარი თავდამსხმელი იყო, 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თქვენ წარმოიდგინეთ, გოლიც აქვს გატანილი, პენალტით, ხალიდი კი ნახევარმცველი გახლდათ, "ახმატის" ღირსება 21 შეხვედრაში დაიცვა და რეკორდიც დაამყარა - 202 თამაშში სათადარიგოთა შორის დარჩა.

ხალიდი ჩეჩნეთის ფიზიკური კულტურისა და სპორტის მინისტრის თანაშემწედ, ხოლო
აბუბაკარი "რამზანის" აკადემიის დირექტორად დანიშნეს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ჩვენი მომავალიც ესაა რომ ვაკვირდები
Sos
24 მაისი 2024 09:06
0
სარკაზმის მეფეები ხართ
მურთო
28 ოქტომბერი 2022 23:57
5
ესენი, რომ ასეთივე სტილში ზოგიერთი ქართველი ფეხბურთელის სანაკრებო შანსებზეც წერდნენ, ჩავთვლიდი, რომ ბოლომდე ობიექტურები არიან!
klimenti
29 ოქტომბერი 2022 11:53
1
daigupa msoflio fexburti
beqa
28 ოქტომბერი 2022 23:52
3
აფსუს რა ტალანტები... ამათ 45-50 წლამდე მაინც უნდა ეთამაშათ :D
ბიძინი
28 ოქტომბერი 2022 22:59
2
zura222 - ს

არ ეგ არ არის ამაყი ჩეჩენი ხალხი. ეგ რუსეთის მსახური ლეკვები არიან, რომლებიც ფულით მოისყიდეს და ამ ლეკვებს დატყვევებული ყავთ ჩეჩენი ამაყი ხალხი. ამაყმა ჩეჩნებმა როგორც გვახსოვ ძალიან დიდი განადგურება იგემეს ოკუპანტის მხრიდან და წელში გაწყვიტეს ის ამაყი ჩეჩენი ხალხი. სამწუხაროდ ყველა ერშია მოღალატეები რომლებიც ასეთ დროს მედროვეებათ ევლინებათ ერს და ამით ისტორიულად ზარალდებიამ კიდევაც. ჩვენც გვქონია ამდაგვარი მოღალატეების მხრიდან ზურგში დანის ჩარტყმის შემთხვევა. ძველად მეფეების დროს და 20-ია წლებშიც როცა წითელი არმია შემოიჭრა. დიდი კატასტროფა იქნება ერისთვის თუ ახლაც რამე მსგავსი მოხდება და ევროკავშირის გარეთ დავრჩებით ჩვენი უგუნურობით. აღმოვჩდებით ისეთივე მდგომარეობაში როგორც ამაყი ჩეჩენი ხალხი და გავქრებით როგორც ამაყი თავისუფლების მოყვარული ქართველი ხალხი.
G.LA
28 ოქტომბერი 2022 21:13
3
რაც ეხლა ჩეჩნეთში ხდება ჩრდილო კორეასაც შეშურდება ! ყველამ ნახა კადიროვის "მოკრივე" შვილიკოს "ბრძოლა" როცა მეტოქემ ისე გაასილაქა რომ ფეხზე ძლივს იდგა
მეტოქის ყოველ შეტევას აჩერებდა "მსაჯი" და გაფრთილებებს აძლევდა @ და მერე გამარჯვება მაინც ბელადის შვილიკოს მისცეს და "გამარჯვებული" მხრებზე შეისვეს და ისე იზეიმეს გეგონუება მსოფლიოს ჩემპიონი გახდაო @@ ესაა "ამაყი" ჩეჩენი ხალხი ?? როგორ იტმენენ ასეთ მარაზმს ?? @@@
zura222
28 ოქტომბერი 2022 18:58
4
ვინც არ მოითმინა,ან მიწაში წევს,ან უცხოეთშია გაქცეული!ძალა მოვიდა,სამართალი გაიპარაო,არ გაგიგია?ძალიან მკაცრად ნუ განსჯი.თან არც ჩვენ ამოგვეღება ხმა,ძალიან ხმამაღლა.გაგვითახსირეს ქვეყანა და ვერაფერს ვშველით.
სოსო
28 ოქტომბერი 2022 21:01
2
Monebi arian...donnis:)
L.J .
28 ოქტომბერი 2022 20:43
4
შეამჩნიეს ტალანტი და დააწინაურეს!აბაა!
სოსო
28 ოქტომბერი 2022 18:10
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული