ჩეჩნურმა და საერთოდ, რუსულმა ფეხბურთმა "მძიმე და აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა" - გროზნოს "ახმატის" მოთამაშეებმა - 26 წლის აბუბაკარ კადიროვმა და 28 წლის ხალიდ კადიროვმა, ფეხბურთელის კარიერა დაასრულეს.
ისინი ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის და "ახმატის" საპატიო პრეზიდენტის, რამზან კადიროვის ძმისშვილები არიან.
აბუბაკარი თავდამსხმელი იყო, 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თქვენ წარმოიდგინეთ, გოლიც აქვს გატანილი, პენალტით, ხალიდი კი ნახევარმცველი გახლდათ, "ახმატის" ღირსება 21 შეხვედრაში დაიცვა და რეკორდიც დაამყარა - 202 თამაშში სათადარიგოთა შორის დარჩა.
ხალიდი ჩეჩნეთის ფიზიკური კულტურისა და სპორტის მინისტრის თანაშემწედ, ხოლო
აბუბაკარი "რამზანის" აკადემიის დირექტორად დანიშნეს.
არ ეგ არ არის ამაყი ჩეჩენი ხალხი. ეგ რუსეთის მსახური ლეკვები არიან, რომლებიც ფულით მოისყიდეს და ამ ლეკვებს დატყვევებული ყავთ ჩეჩენი ამაყი ხალხი. ამაყმა ჩეჩნებმა როგორც გვახსოვ ძალიან დიდი განადგურება იგემეს ოკუპანტის მხრიდან და წელში გაწყვიტეს ის ამაყი ჩეჩენი ხალხი. სამწუხაროდ ყველა ერშია მოღალატეები რომლებიც ასეთ დროს მედროვეებათ ევლინებათ ერს და ამით ისტორიულად ზარალდებიამ კიდევაც. ჩვენც გვქონია ამდაგვარი მოღალატეების მხრიდან ზურგში დანის ჩარტყმის შემთხვევა. ძველად მეფეების დროს და 20-ია წლებშიც როცა წითელი არმია შემოიჭრა. დიდი კატასტროფა იქნება ერისთვის თუ ახლაც რამე მსგავსი მოხდება და ევროკავშირის გარეთ დავრჩებით ჩვენი უგუნურობით. აღმოვჩდებით ისეთივე მდგომარეობაში როგორც ამაყი ჩეჩენი ხალხი და გავქრებით როგორც ამაყი თავისუფლების მოყვარული ქართველი ხალხი.
მეტოქის ყოველ შეტევას აჩერებდა "მსაჯი" და გაფრთილებებს აძლევდა @ და მერე გამარჯვება მაინც ბელადის შვილიკოს მისცეს და "გამარჯვებული" მხრებზე შეისვეს და ისე იზეიმეს გეგონუება მსოფლიოს ჩემპიონი გახდაო @@ ესაა "ამაყი" ჩეჩენი ხალხი ?? როგორ იტმენენ ასეთ მარაზმს ?? @@@