ჩემპიონი გახდა, მუნდიალზე წავა, შემდეგ კი... - სუარესის ტიტულების კოლექციაში მატებაა

AutoSharing Option
ლუის სუარესის "ნასიონალი" ურუგვაის ჩემპიონი გახდა. 35 წლის ფორვარდის გუნდი პრიმერა დივიზიონის პლეი-ოფის ფინალში "ლივერპულს" დაუპირისპირდა და მეტოქე დამატებით დროში 4:1 დაამარცხა.

ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, შემდეგ კი "ნასიონალმა" იმძლავრა, თავად ვეტერანმა თავდამსხმელმა კი დუბლი მიითვალა. 

"ნასიონალი" ურუგვაის ჩემპიონი ისტორიაში 49-ედ, თავად სუარესი კი კარიერაში მეორედ გახდა. მან ჯამში 14 შეხვედრაში ითამაშა და 8 გოლი შეაგდო.

ახლა ლუისი ურუგვაის ნაკრებთან ერთად მუნდიალზე წავა, შემდეგ კი ახალ გუნდს მოძებნის, რადგან "ნასიონალთან" კონტრაქტი დაუსრულდა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
პირატებო აჩია ბერიძეს ბათუმში მოყავსო სუარესი)))
გიუშა
31 ოქტომბერი 2022 22:32
2
ბარსა და კუმან! ამ ლეგენდის დამცირებისთვის, რაც თქვენ აკადრეთ, რაც არ ეკადრებოდა, მოგეკითხებათ!
სუარეს, გვიყვარხარ!
31 ოქტომბერი 2022 13:50
2
მართალი ხარ ! სუარესის გაშვება როგორ შეიძლებოდა
დავით67
31 ოქტომბერი 2022 22:20
0
ლუისმა, ამ კუმანს ასეთი რა დაუშავა, მოსვლისთანავე ასე, რომ გაწირა?! ბოლოს ცალკე ავარჯიშებდა და არა საერთო ჯგუფში. მერე ლუისმა ხომ აღნიშნა, ისეთი დამცირებული ვიყავიო, რომ პატარა ბავშვივით ვტიროდიო. ვერც სუარესის და მესის, ხომ მითუმეტეს გაშვებას, დღემდე ვერ ვინელებ.
გია
31 ოქტომბერი 2022 16:00
0
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული