
ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, შემდეგ კი "ნასიონალმა" იმძლავრა, თავად ვეტერანმა თავდამსხმელმა კი დუბლი მიითვალა.
"ნასიონალი" ურუგვაის ჩემპიონი ისტორიაში 49-ედ, თავად სუარესი კი კარიერაში მეორედ გახდა. მან ჯამში 14 შეხვედრაში ითამაშა და 8 გოლი შეაგდო.
ახლა ლუისი ურუგვაის ნაკრებთან ერთად მუნდიალზე წავა, შემდეგ კი ახალ გუნდს მოძებნის, რადგან "ნასიონალთან" კონტრაქტი დაუსრულდა.