"ბარსელონა" მზადაა ზაფხულში ფრენკი დე იონგი გაყიდოს

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონა" მზადაა ზაფხულში ფრენკი დე იონგს შეელიოს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Diario Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, თავად ჰოლანდიელს "ბლაუგრანადან" წასვლა არ სურს, თუმცა კატალონიელები მძიმე ფინანსურ სიტუაციაში არიან.

დე იონგის დამატებას გასულ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედი" ცდილობდა და "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობას 80 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ ტრანსფერი თავად მოთამაშემ დაბლოკა.

ნახევარმცველს "ბარსასთან" კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. 25 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლის გატანა მოახერხა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფრენკის თავმოყვარეობა, რომ ქონდეს უნდა გაიქცეს ამ ბუნაგიდან.
wadi frenki.
15:12 02-11-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული