11:52 07-11-2022
სრული სიგიჟე არგენტინის თასის ფინალში - 10 წითელი ბარათი და გამარჯვების გოლი 118-ე წუთზე [VIDEO]
AutoSharing Option
შეხვედრა "ბოკას" უპირატესობით დაიწყო და მე-19 წუთზე ნორბერტო ბრიასკომ ანგარიში გახსნა, 3 წუთში კი მატიას როხასმა სხვაობა აღადგინა. 95-ე წუთზე ვილა კანიო და იოჰან კარბონერო ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, მსაჯმა ფაკუნდო ტელიომ კი ორივე ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა. ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა.
დამატებით დროში, 118-ე წუთზე, კარლოს ალკარასმა თავით გამარჯვების გოლი გაიტანა და სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. საბოლოოდ, "ბოკა ხუნიორსი" მოედანზე 6 ფეხბურთელით დარჩა და არბიტრი იძულებული გახდა, შეხვედრა დაესრულებინა.
ამგვარად, "რასინგი" არგენტინის თასის, "დე კამპეონეს" მფლობელი ისტორიაში პირველად გახდა. აღნიშნული ტურნირი 2020 წლიდან იმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული