პირს მორგანთან ინტერვიუს მსვლელობისას კრიშტიანო რონალდომ სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს, პატივს არ სცემს. ნიდერლანდელი სპეციალისტის პასუხმაც არ დააყოვნა და მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ შემტევს განუცხადა, რომ მის გუნდში ზედმეტია და "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში აღარ ითამაშებდა.
მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება და ნაკრებები საბოლოოდ იკრიბებიან, პორტუგალიელთა გასახდელში შემოსული ბრუნო ფერნანდეში კრიშტიანო რონალდოს ცივად შეხვდა, თავდაპირველად ხელიც არ ჩამოართვა...
მსგავსი ფაქტი, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, მით უმეტეს, სკანდალი, რომელიც რონალდოს თავს დაატყდა, მხოლოდ და მხოლოდ მის კარიერას აზიანებს...