"როგორც მრცხვენია ჩვენი გულშემატკივრების!" - ვალერი კარპინის მეუღლე რუსი ფანების საქციელმა აღაშფოთა

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვალერი კარპინის მეუღლე დარია კარპინა რუსი გულშემატკივრების კომენტარებს გამოეხმაურა, რომლებიც ტაჯიკეთთან თამაშის შემდეგ გააკეთეს:

"გუშინდელი თამაშის შემდეგ გაკეთებული კომენტარები წავიკითხე. ვცდილობ, ეს არ გავაკეთო, მაგრამ მატარებლით მგზავრობისას დრო მქონდა.

როგორ მრცხვენია ჩვენი გულშემატკივრების გამო (რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება). იმაზე, რასაც ჩვენს ბიჭებზე ამბობენ, უკვე იმუნიტეტი გამოვიმუშავე, მაგრამ მრცხვენია, როდესაც ვკითხულობ, რას ეძახიან და როგორ ამცირებენ ჩვენს მეტოქეს. 

ქვეყანა, რომელიც დაგვთანხმდა თამაშზე, რომელმაც ასე თბილად მიგვიღო, სპორტი მეტოქის პატივისცემასაც ეხება", - წერს კარპინა.

შეგახსენებთ,
რომ რუსეთისა და ტაჯიკეთის ნაკრებების ამხანაგური მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

alt"ტაჯიკეთი! მიდით, უფრო ხმამაღლა!" - საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა რუსეთთან ფრე ემოციურად აღნიშნა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
ნეტა დარიასთან რძე რა ღირს?
ძიაძ ნუკრი
20:55 20-11-2022
4
შენადა მთავრობისა გეამაყება?
დავით
05:32 19-11-2022
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული