რონალდო, სოციალური ქსელის მეშვეობით, გულშემატკივრებს თბილად დაემშვიდობა და კლუბს წარმატებები უსურვა.
ესპანური Marca-ს ცნობით, კრიშტიანოს დამატებისთვის "ნიუკასლი" და "ალ ნასრი" იბრძოლებენ.
ინგლისელები ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ლიდერობენ, რადგან კრიშტიანოს ევროპაში დარჩენა სურს. "კაჭკაჭები" ამ სეზონში დამაჯერებლად ასპარეზობს და პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს. კლუბის თავკაცი ედი ჰაუ პორტუგალიელის ტრანსფერს მიესალმება.
რონალდო "მანჩესტერ იუნაიტედში" 2020 წელს "იუვენტუსიდან" დაბრუნდა. "წითელი ეშმაკების" მაისურით ჯამში 346 მატჩი გამართა, თავი კი 145 გატანილი