რაფინია: ბრაზილია ნეიმარს არ იმსახურებს

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების გარემარბმა რაფინიამ, "ინსტაგრამ" სთორიზე დაწერა, რომ ბრაზილია ნეიმარის მსგავს ფეხბურთელს არ იმსახურებს.

"ბარსას" მოთამაშის თქმით, ბრაზილიელი გულშემატკივრები ნეიმარის ტრავმით გახარებულები არიან.

"ნეიმარის კარიერაში ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ ბრაზილიაში დაიბადა. ეს ქვეყანა მის მსგავს ფეხბურთელს არ იმსახურებს.

არგენტინის ნაკრების ქომაგები მესის ისე ექცევიან, როგორც ღმერთს. პორტუგალიის გულშემატკივრებისთვის რონალდო მეფეა, ბრაზილიელები კი ნეიმარის ტრავმით ხარობენ" - განაცხადა რაფინიამ.

შეგახსენებთ, ნეიმარმა ტრავმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში სერბეთთან (2:0) დაპირისპირებაში მიიღო და ჯგუფური ეტაპის დარჩენილ 2 მატჩს გამოტოვებს.

"ეს მომენტი ჩემს
კარიერაში ყველაზე რთულია. დარწმუნებული ვარ, რომ დავბრუნდები. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს ნაკრებს, ქვეყანას და თანაგუნდელებს დავეხმარო. ღმერთის შვილი ვარ და ჩემი რწმენა უსაზღვროა" - დაწერა ნეიმარმა თავის "ინსტაგრამ" გვერდზე.

ბრაზილიის ნაკრები ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში შვეიცარიას დაუპირისპირდება. შეხვედრა 28 ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

altნეიმარი ჯგუფურ ეტაპზე ვერ ითამაშებს

altდანი ალვეში მუნდიალზე ნეიმარის საზედამხედველოდ და ძიძად მიჰყავთ

alt"ეს ჩემთვის ოცნებაზე მეტი იყო" - ნეიმარი

მკითხველის კომენტარები / 4 /
მეგონა მარტო ჩცენთან არის ხალხი გაბოროტებული სოც. ქსელებში ისეთი უგუნურობას ვხედავ. მე ვერ გავიგებ, როგორ უნდა გაგიხარდეს თუნდაც სათადარიგო ფეხბურთელის ტრამვა შენი ქვეყნის ნაკრების წევრის. იძახეთ ახლა ნაცები და ქოცები, როცა მსოფლიოა დაბოღმილი.
G.LA
26 ნოემბერი 2022 11:54
2
ნიკალა, ნეიმარს ასე უდიერად იმიტომ ექცევიან, რომ ჰყავს ცალკე ფანკლუბი, რომლის თითოეულ წევრს უხდის 10 000-ს დოლარს, რითაც თავის თავს ძალით იპიარებს, მესის და რონალდუს კი ეს არ სჭირდებათ...
ლაშა
26 ნოემბერი 2022 11:57
15
წადი მერე 10 000-ს აქ იღებ? არც მგონია ჩვენი ემიგრანტები ევროპაში მაგდენს იღებდნენ.
.
26 ნოემბერი 2022 13:35
3
Aravisar uxaria ubralot verafrit vergaxda varskvlavi zedmetat maimunobsda brazilielebbislelebiararian xvdebian vncaa trifacha msaxiobiada egarmowont verc mesisdaverc ronaldus verasdros shedreba egaamags problema
Aleqsandre
28 ნოემბერი 2022 22:48
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული