"მოღალატეს მეძახიან, საზონოვის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მაგრამ..." - რას ამბობს კოვალენკო, რომელმაც სომხეთის ნაკრებში თამაშს რუსეთი ამჯობინა

AutoSharing Option
"სოჭის" მფლობელობაში მყოფმა 19 წლის ნახევარმცველმა ალექსანდრ კოვალენკომ, რომელიც იჯარით ახლა "კრილია სოვეტოვში" თამაშობს, სომხეთის ნაკრებში ასპარეზობას რუსეთი ამჯობინა.

მას დედა სომეხი, მამა კი ნახევრად სომეხი ჰყავს, თუმცა რუსეთში დაიბადა და გაიზარდა. მას ვალერი კარპინის გუნდში დებიუტი უკვე ჰქონდა და როგორც თვითონ ამბობს, სომხები არჩევანის გამო მოღალატეს ეძახიან.

აი, რა თქვა მან რუსულ "სპორტ ექსპრესთან" ინტერვიუში:

"რატომ ვთქვი უარი სომხეთის ნაკრებში თამაშზე? - რთული კითხვაა და გადაწყვეტილებაც საკმაოდ რთულად მივიღე...

საოჯახო საბჭოზე ეს თემა განვიხილეთ. ვფიქრობდი, რომ ამ რთულ პერიოდში
რუსეთის მიტოვება არ შეიძლებოდა და ეს გამოსავალი არ იქნებოდა. უნდა დამეტოვებინა ყველა, ვინც მხარს მიჭერდა და გვერდში მედგა, შემდეგ კი სომხეთის სახელით მეთამაშა. ვფიქრობ, ეს არასწორი იქნებოდა".

- როგორ ფიქრობთ, რუსეთში ვერ გაგიგებდნენ? მაგალითად, საბა საზონოვმა საქართველო აირჩია...

- შესანიშნავია, საბას არჩევანს პატივს ვცემ, მაგრამ ახლა მე ბევრ შეტყობინებას ვიღებ და ჩემი გადაწყვეტილების გამო მოღალატეს მეძახიან. ნამდვილად არ მომწონს, როდესაც მსგავს შეტყობინებებს ვკითხულობ...

მესმის ხალხის. მათ უნდათ, რომ ბაბუის დინასტია გავაგრძელო, მაგრამ ბაბუაჩემი სსრკ-ის ნაკრებში თამაშობდა და არა სომხეთის...

- როგორ ფიქრობთ, სწორად მოიქეცით?

- მთელი ჩემი ცხოვრება რუსეთში გავატარე. ათი წელია აქ ვვარჯიშობ, რუსული საფეხბურთო განათლება მაქვს, ახალგაზრდულ გუნდში ვთამაშობდი. ვფიქრობ, რუსეთში თამაში მჭირდება.

ინფორმაციისთვის, კოვალენკო ის ფეხბურთელია, რომლის კომენტარიც დღეს უკვე გამოვაქვეყნეთ. მას მიაჩნია, რომ "კრილია სოვეტოვში" მისი თანაგუნდელი სერგეი პინიაევი ხვიჩა კვარაცხელიაზე დიდ ფეხბურთს ითამაშებს.

alt"სერიოგას ხვიჩაზე უფრო მეტი შეუძლია!" - ვინ არის 18 წლის რუსი ფეხბურთელი, რომელსაც კვარაცხელიაზე დიდი მომავალი უწინასწარმეტყველეს

მკითხველის კომენტარები / 7 /
პინაევი ხვიჩას აჯობებსო უკვე იცის ამან. რა ექსპეტიც არის ის ფეხბურთელი იქნება. ხვიჩას ნაირები ასე პანტი პუნტით რომ იბადებოდნენ მაშინ შესადარებელიც არავისზე იქნებოდნენ.
G.LA
16:40 13-12-2022
0
შე იდენტობაში ვერგარკვეულო არსებავ, ქართველს რო არ გადაწვდე ისე არ შეგიძლია?, მაგრამ ხომ იცი მეგრელი რომ შენს ჯიშ-ჯილაგს ყოველთვის უხნავს მოსახნავს.
მალხაზ ჯობავა
15:54 13-12-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული