"ინჰულეცის" მფლობელმა გორდონს რუსეთის აგენტი უწოდა, გორდონმა მას - ღორი

AutoSharing Option
"ინჰულეცის" მფლობელმა ოლეკსანდრ პოვოროზნიუკმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოხალისეთა ბატალიონი ჩამოაყალიბა, აგრეთვე, საქველმოქმედო ფონდი შექმნა და ჯარისკაცებს ეხმარება. მან საფეხბურთო კლუბ "რუხის" საპატიო პრეზიდენტ გრიგორი კოზლოვსკიზე, რომელიც ლვოვის თამბაქოს ფაბრიკის თანამფლობელია, თქვა, რომ გადასახადებს არ იხდის, თაგვი კი არა, არამედ დიდი ვირთხაა, ვინაიდან ხალხს ქურდავს. ამის გამო პოვოროზნიუკს სასამართლოში უჩივლეს.

შემდეგ ის ცნობილ უკრაინელ ჟურნალისტ დმიტრი გორდონს მისდგა და "პოლიტეკას" "იუთუბის" არხზე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) აგენტი უწოდა. მისი თქმით, გორდონს მოსკოვში სიდედრის სახელზე გაფორმებული ბინა აქვს. გორდონმა მისგან
ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო ნათქვამის უარყოფა ან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

გორდონი ამბობს, რომ პოვოროზნიუკი საფრთხობელა, სასაცილო ფიგურაა, მსუქანი ღორი, თუმცა არასწორად თქვა, რამეთუ ამით ღორებს შეურაცხყოფა მიაყენა; უფრო ბაყაყია, რომელიც პოპულარული ადამიანების გალანძღვით იმიჯის შექმნას ცდილობს.

ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ რუსეთში მის წინააღმდეგ რამდენიმე მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რუსმა პროპაგანდისტმა ანდრეი კარაულოვმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მოსკოვის ცენტრში, ელიტურ კომპლექს Four Season-ში ბინა აქვს, საიდანაც კრემლი მოჩანს, რომელსაც აქირავებს და ბლაგვთავა პოვოროზნიუკმა ნათქვამი გაიმეორა.

"შენ ხომ ოთხჯერ წარდექი სასამართლოს წინაშე და იჯექი. ე.ი. სადაც იმყოფებოდი, მაგ კანონებით "ბაზარზე" პასუხი უნდა აგო. უნდა დაასაბუთო, წინააღმდეგ შემთხვევაში ბოდიში მოიხადო. თუ ამას არ გააკეთებ, დროს დაგითმობ, რეპუტაციას გაგიფუჭებ, ცხოვრებას გაგიმწარებ", - განაცხადა გორდონმა.

2020 წელს გორდონმა ორი სკანდალური ინტერვიუ აიღო: ანექსირებული ყირიმის პროკურორ და გოსდუმის დეპუტატ ნატალია პოკლონსკაიასთან და რუს ტერორისტ იგორ გირკინთან. ამის შემდეგ გამოითქვა მოსაზრება, რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გარეშე ის ამ ინტერვიუების ჩაწერას ვერ შეძლებდა. თავად გორდონი ამბობს, რომ ეს ამ პიროვნებების სახის წარმოსაჩენად და რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებების გასამჟღავნებლად გააკეთა და საკითხი უკრაინაში წინასწარ შეუთანხმა კომპეტენტურ ორგანოებს.

მომზადებულია ua-football-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 9 /
გორდონს ზოგადად ვერ იტანენ უკრაინელები და ფულისთვის ყველაფერზე წამსვლელს და ყველაფრის მკადრებელს ეძახიან.
მოქალაქე
10:20 16-12-2022
3
"მოისმინეს,დაადგინეს,კრება იყო მხიარული" . ერთი ღორბაყაყა ყოფილა,მეორე ვირთხკოდალა.
ჯელა
08:02 16-12-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული