დმიტრი გორდონი: ამერიკის სპეცსამსახურები ამტკიცებენ, რომ რუსეთმა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება იყიდა

AutoSharing Option
ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი დმიტრი გორდონი ამერიკის სპეცსამსახურების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით Sport24-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება იყიდა.

- თქვენ ხშირად ამბობთ, რომ მუნდიალის მასპინძლობის უფლება ნაყიდი იყო, მაგრამ რაში მდგომარეობდა ინტერესი? ნუთუ ეს რუსეთს საერთაშორისო იმიჯის თვალსაზრისით დაეხმარა? პირობითად, სანქციები როგორც იყო, ისევე დარჩა...
- ცალსახად. ფეხბურთში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ან ოლიმპიური თამაშების ჩატარება ნებისმიერი სახელმწიფოს იმიჯს ამტკიცებს, რომლებშიც ეს დიადი შეჯიბრებები ტარდება. შემთხვევით კი არა არის, რომ მათი მასპინძლობა მრავალ ქვეყანას სურს.

რაც
შეეხება იმას, რომ რუსეთმა მსოფლიოს ჩემპიონატი იყიდა, ეს მე არ მითქვამს. ვციტირებდი მათ, ვინც ეს თქვა, - ეს ამერიკული სპეცსამსახურები და უფლებამოსილი უწყებებია, რომლებიც ოფიციალურად აცხადებენ ფიფაში კორუფციის შესახებ და იმაზე, რომ არა მარტო რუსეთის მუნდიალია ნაყიდი, არამედ სამხრეთ აფრიკისა და ყატარის.

გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობისას, რომლებმაც იციან, იქ რა ხდება, შეუძლიათ თქვან: იქ დაუჯერებლად უზარმაზარი ფული ტრიალებს. არიან ლობისტები, რომლებიც თანხებს ამა თუ იმ ქალაქსა თუ ქვეყანას კენჭისყრისთვის გადასცემენ. ეს გრანდიოზული ბიზნესია. აი, მითხარით, ნუთუ საღი აზრია ითამაშო მსოფლიო ჩემპიონატზე 50 ან 60 გრადუსი სიცხისას?

- ამას თუ ყატარზე ამბობთ, იქ თამაშები დეკემბერში ჩატარდება...
- თავიდან ივნისში იყო დაგეგმილი. მითხარით, რომ ეს კორუფცია არ არის - თამაშების ასეთ სიცხეში დაგეგმვა. ერთი კვირის წინ ყატარის მეზობლად, ქუვეითში ვიყავი. 70 გრადუსია - ავტომობილის ძარაზე კვერცხის შეწვა შეიძლებოდა.

ამერიკელებმა ყველაფერი ეს აჩვენეს, "დაღეჭეს" - იქ უკვე სიკვდილსაც ჰქონდა ადგილი და ფიფას ხელმძღვანელი მუშაკების დაპატიმრებებსაც. ნახეთ ყურადღებით და ყველაფერს მიხვდებით.

მკითხველის კომენტარები / 2 /
იყიდა თუ რა ქნა ეგ უკვე წარსულია,2018 წლის მუნდიალი ერთერთი საუკეთესო იყო ჩემპიონატეფის ისტორიაში და ამაში ყველა დამეთანხმენა.დანარჩენი თვითონ არკვიონ,მე სულ ჩალ ფეხზე არ მიკდია?
ბაჩი
12:28 29-07-2021
1
გორდონი რუსებს ყოველთვის ათიანში ახვედრებს. ერთი სიამოვნებაა მისი ტელეინტერვიუების ყურება.
ნიკო
01:56 29-07-2021
7

სიახლეები პოპულარული