"რუხის" პრეზიდენტი გრიგორი კოზლოვსკი უკრაინისა და პოლონეთის ჩემპიონატების გაერთიანების მომხრეა.
"გაკეთდება 10-გუნდიანი უმაღლესი ლიგა, სადაც უკრაინული და პოლონური გუნდები ითამაშებენ. პირველ ლიგაში 2 ზონა იქნება, ერთი - უკრაინული, მეორე - პოლონური. წარმოგიდგენიათ, ჩემპიონატი შავი ზღვიდან ბალტიის ზღვამდე? მაგარი იქნებოდა.
დიდი ფული დატრიალდებოდა. ხანდახან ცელქი იდეები მაწუხებს.
ახლა ბელგია და ნიდერლანდები აპირებენ ერთიანი ჩემპიონატის ჩატარებას. ჩეხეთი და სლოვაკეთი სამი წელია ერთიანი თასის გათამაშებას ატარებენ, უკვე გაერთიანებაზე ფიქრობენ. ასეთი რამეები ევროპაში ხდება. ხალხი უნდა დააინტერესო.

ვისაც რუსებთან სურს თამაში - "ჩემოდანი -
სადგური - რუსეთი", ამის ორგანიზებას ლვოვიდან მოვუწყობთ. ვფიქრობ, ამის პრობლემა არ იქნება. მათ მაშინაც ეშინოდათ გაერთიანების, ხოლო ახლა ოკუპანტებთან საერთო არავის არაფერი არ უნდა რომ ჰქონდეს", - განაცხადა კოზლოვსკიმ.
შეგახსენებთ, უკრაინამ და პოლონეთმა 2012 წელს ერთობლივად ჩაატარეს ევროპირველობა.