ლიონელ მესიმ "ინსტაგრამის" ერთ პოსტზე მოწონებების რეკორდი მოხსნა.
"ალბისელესტეს" კაპიტანმა მუნდიალის მოგების შემდეგ ფოტოები გამოაქვეყნა, რომელსაც 59 მილიონზე მეტი მოწონება აქვს.
აქამდე სარეკორდო მაჩვენებელი 2019 წლის 4 იანვარს კრის გოდფრის მიერ დადებულ კვერცხის ფოტოს ჰქონდა, ჯამში - 56.4 მილიონი.
შეგახსენებთ, არგენტინის ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრები პენალტების სერიაში (120 წუთი 3:3 დასრულდა) 4:2 დაამარცხა და 36-წლიანი პაუზის შემდეგ ისტორიაში მესამედ მუნდიალის გამარჯვებული გახდა.