"მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინამ რთული მატჩი ჩაატარა. მათ გამარჯვება დაიმსახურეს. ემილიანო მარტინესზე ვერაფერს ვიტყვი.
არგენტინელები მოგებას იმსახურებდნენ. მესი საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც კი მინახავს. ამ ასაკში ასეთი დონის მატჩების ჩატარება წარმოუდგენელია. მისი ყურება ერთი სიამოვნება იყო", - განაცხადა იურგენ კლოპმა.
შეგახსენებთ, "ლივერპული" 14 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს. "სქაუზერები" დღეს "ვესტ ჰემს" დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე გაიმართება.
მომზადებულია Sports-ის
"ძალიან სწრაფია, მის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია" - იურგენ კლოპი ხვიჩაზე საუბრობს
"ნაპოლი" ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო გუნდია" - იურგენ კლოპი
"მინდა გვარდიოლამ 4 წლით შვებულება აიღოს" - იურგენ კლოპი პეპზე საუბრობს