რუსეთს აზიაში გზა ხსნილი აქვს, საერთაშორისო ტურნირებზე კი - ნურას უკაცრავად

AutoSharing Option
უეფა რუსეთის ფეხბურთის კავშირის აზიის კონფედერაციაში გადასვლის წინააღმდეგი არაა.

"სპორტ-ექსპრესის" ცნობით, უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი მზადაა რუსეთს მათი რიგებიდან გასვლაზე დათანხმდეს, აზიის კონფედერაციას კი უფლება აქვს რუსეთის ფეხბურთის კავშირი მიიღოს.

ამასთან, ფიფა თავისი ეგიდით ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირებზე რუსეთს ისევ არ დაუშვებს. ასევე, რუსეთს მიანიშნეს, რომ ჩეფერინის მმართველობისას უეფაში დაბრუნება ძალიან ძნელი იქნება.