"არარაობანი ვართ და შეუძლიათ გადაგვაგდონ" - რუსული ფეხბურთის გააზიატების საკითხი გადაიდო

AutoSharing Option
რუსეთის ფეხბურთის კავშირის აღმასკომმა ევროპიდან აზიის კონფედერაციაში გადასვლის საკითხის კენჭისყრა ისევ გადაიტანა, ამჯერად 31 დეკემბრისთვის. მიზეზად აუცილებელი კონსულტაციების ჩატარება დაასახელეს.

რუსეთის ფეხბურთის კავშირის საპატიო პრეზიდენტმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა განაცხადა, რომ აღმასკომზე აზრთა ერთიანობა არ იყო, ბევრი კითხვაა, მათ შორის, მთავარი - მიიღებენ თუ არა აზიაში და ფიფასა და აზიის კონფედერაციისგან რაღაც გარანტიების მისაღებად პაუზა აიღეს.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი რუსეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეი კანჩელსკისმა გააკეთა:

"ჩვენ უეფასა და ფიფას შანტაჟირების რესურსი არ გვაქვს. საერთო ჯამში, მსოფლიო ფეხბურთში არარაობანი ვართ. არ მგონია,
რომ რუსული ფეხბურთის ჩინოვნიკები უცხოელი კოლეგების დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ შეუძლიათ მოგვატყუონ და გადაგვაგდონ. დღეს აზიაში გადასვლისას ერთს დაგვპირდებიან, ხოლო 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წინ ისევ დაგვადებენ სანქციებს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - ციტირებს კანჩელსკისს Sport24.

მკითხველის კომენტარები / 7 /
შანტაჟის საშუალება არ გვაქვსო,ფეხბურთშიც ამას ჩივიან!ამათთვის პატიოსნება და წესიერება,უცხო ხილია.
სოსო
22:18 28-12-2022
0
არარაობები- მარტო.ფეხბურთში(?!) ტოტალიტარული-ავტორიტარული რეჟიმებით აზროვნება-გონება შეზღუდუოი-დახშულები ხართ(!),მით მენტალურად შუა საუკუნეებში ჩარჩენილები- შარიკოვი -ს,,აზროვნებით,, (?!) თქვენი ბოღმით სავსე,მით ჭკუასუსტი ბელადი კივის ,,რუსეთს საზღვრები არა აქვს,,-ო(?!), საბჭოთა რუსულ-მონღოლური იმპერიის საზღვრები უნდა აღვადგინოთ-,,ო,ე.ი. მთელი რიგი ერების, ურუსებზე გაცილებით ინტელექტუალური, განათლებული, პასუხისმგებლობის...- უდიდესი ისტორიის მქონეთ- სახელმწიფოების ლიკვიდაცია უნდა მოვახდინოთ-ო(?!),საერთოდ- ,,ლა მანშამდე ურააა- უნდა ვიძახოთ-გავიდეთ,,-ო და თითქმის სრულიად რუსები -ტ ა შ ს უკრავთ, ხარობთ(?!), სპორტული ფედერაციებიდან განდევნა კი არა- თუ დასავლეთმა, ამჯერად მაინც -,,მოსკოვია,,-ს საზღვრებს არ დაგაბრუნათ- თქვენგან- მშვიდობა არასოდეს იქნება,მით ...
- იმ დასავლეთმა - მარტო ბოლო 100 წელიწადში- 2-ჯერ გადაგარჩუნათ; 1941-45 წლებში ,,ლენდლ- ლიზით,, და 1990-ნ წლებში -მარტო მლრდ-ობით საკვები გამოგიგზავნეს, მერე ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე დათანხმდნენ- ფინანსურადა მოგაძლიერეს,მაგრამ -რა მიიღეს;ზიზღი,სიძულვილი, ბოღმა,ომები...ხოდა,ამჯერად-აც თუ არ დ ა გ შ ა ლ ე ს-მინიმუმ 4 სახელმწიფოდ-თქვენგან უარესს მიიღებენ(!)
კახაბერი
19:31 28-12-2022
0

სიახლეები პოპულარული