ყველაფერი კი ფრანგი ფეხბურთელის პოსტიდან დაიწყო, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ "ალბისელესტეს" მეკარე ემილიანო მარტინესს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი ნაბიჭვარი უწოდა.
ნაკრებში თანაგუნდელი დი მარიამ დაიცვა, რომელმაც რამის მოუწოდა, რომ სხვაგან ეტირა, საპასუხოდ კი ადილმა ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც დი მარია ტიროდა და დაწერა - "ანხელ, შეგიძლია მასწავლო, როგორ ვიტირო?".
ამ ყველაფრის შემდეგ კი არგენტინელის მეუღლემ დაპოსტა:
"ანხელს შეუძლია გასწავლოს, როგორ იტირო, ასევე, როგორ მოექცე ქალებს
დიდი ალბათობით, დი მარიას ცოლის პოსტი პამელა ანდერსონისა და ადილ რამის ურთიერთობას ეხებოდა. როგორც იცით, ცნობილმა მოდელმა განშორების შემდეგ ფეხბურთელს ურჩხული უწოდა.