დი მარია: ვან გაალი ყველაზე ცუდი მწვრთნელია

AutoSharing Option
ცნობილმა არგენტინელმა შემტევმა ანხელ დი მარიამ თავისი კარიერის ყველაზე ცუდ მწვრთნელად ნიდერლანდელი ლუის ვან გაალი დაასახელა.

ESPN-თან ინტერვიუში, ვეტერან ფეხბურთელს სთხოვეს, 3 საუკეთესო მწვრთნელი დაესახელებინა, რაზეც მან საინტერესო პასუხი გასცა.

"3 საუკეთესო მწვრთნელს ვერ გეტყვით, მაგრამ ყველაზე ცუდი შემიძლია დაგისახელოთ და ეს ლუის ვან გაალია.

ამაში გარწმუნებთ. თუ თქვენ ამაში რაიმე ეჭვი გაქვთ, მე მზად ვარ გავფანტო ისინი", - თქვა დი მარიამ.

შეხსენებისთვის, ვან გაალის ხელმძღვანელობით არგენტინელი 2015/16-წლების სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედში" ასპარეზობდა, სადაც 32 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 11
შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს და თავისი ბლოკნოტი, გაუთავებელი ჩანაწერებით :)))
გგ
17:36 31-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული