"ქალებთან კარგად მოქცევაც შეუძლია გასწავლოს" - დი მარიასა და რამის კამათში არგენტინელის მეუღლეც ჩაერთო

AutoSharing Option
სოციალური ქსელის მეშვეობით ანხელ დი მარიასა და ადილ რამის კამათში არგენტინელი ფეხბურთელის მეუღლე ხორხელინ კარდოსოც ჩაერთო. 

ყველაფერი კი ფრანგი ფეხბურთელის პოსტიდან დაიწყო, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ "ალბისელესტეს" მეკარე ემილიანო მარტინესს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი ნაბიჭვარი უწოდა.

ნაკრებში თანაგუნდელი დი მარიამ დაიცვა, რომელმაც რამის მოუწოდა, რომ სხვაგან ეტირა, საპასუხოდ კი ადილმა ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც დი მარია ტიროდა და დაწერა - "ანხელ, შეგიძლია მასწავლო, როგორ ვიტირო?".

ამ ყველაფრის შემდეგ კი არგენტინელის მეუღლემ დაპოსტა:

"ანხელს შეუძლია გასწავლოს, როგორ იტირო, ასევე, როგორ მოექცე ქალებს
კარგად და გაიტანო გოლები ფინალში", - დაწერა კარდოსომ.

დიდი ალბათობით, დი მარიას ცოლის პოსტი პამელა ანდერსონისა და ადილ რამის ურთიერთობას ეხებოდა. როგორც იცით, ცნობილმა მოდელმა განშორების შემდეგ ფეხბურთელს ურჩხული უწოდა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ყველამ მოკეტეთ! არგენტინის ნაკრებმა ღირსეულად და დამსახურებულად მოიგო! და ნუ დაიწყებთ კიდევ, მოძველებულ თემის ტრიალს, გატეხილი პატიფონივით " მსაჯების , ფიფასი, ყატარის, შეიხების და მთელი მსოფლიოს ფანების "მოსყიდვაზე"! სულ არ მაინტერესებს მარტინესმა რა გააკეთა და კილიანის თოჯინები კიდევ, მთავარია არგენტინამ და ლეომ მოიგეს ნანატრი თასი! აი ეს არის ჩემთვის მთავარზე, მთავარი!!!!!!!!!!!!
არგენტინის და კერძოდ მესის ფანი, გია.
29 დეკემბერი 2022 12:44
24
რა ლაპარაკია - მოკეტეთ? არ გავარტყი ბურთი სახეში მარტინესსაც და მბაპესაც? ისეთი ხალხის პირადი გულშემატკივრები ხართ, მაგრად რომ კიდიხართ პირადად და ეროვნებიანად.

მარტინესი ისე ხამია, რო ეცემათ იქვე გამეხარდებოდა. უზრდელობას არ აქვს გამართლება.
რეზო
29 დეკემბერი 2022 15:42
2
დაუმსახურებლად მოიგოო სად ამოიკითხე? აქ სხვა რაღაცაზეა საუბარი. საუბარია იმაზე რომ გამარჯვებამ ღირსება არ უნდა დაგაკარგინოს (ლეოზე არაა აქ საუბარი)
მეგრელი
29 დეკემბერი 2022 16:00
4
ყველა გამოხმაურება
ამ მესის ფანებს რა გჭირთ? მართლა სექტანტებით რომ იქცევით, რა თქმა უნდა ყველას არ ეხება.დიდი ამბავი ეხლა მსოფლიო მოიგო არგენტინამ, ადამიანმა ღირსება არ უნდა დაკარგო, მაგრამ არგენტინელებისთვის ეტყობა ღირსება უცხო ხილია
მამუკა
29 დეკემბერი 2022 21:52
12
და რო არ მოვკეტოთ? მამის ნაცჰუქარი არავის შეუჭამო!
argentum
29 დეკემბერი 2022 19:58
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული